RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოსები ქართულ ციხეებში

21.04.2009  |  17:35

4/5/9/2459.jpegინტერნეტში გამოჩნდა იმ სამი ოსი ბიჭის ცემისა და დაკითხვის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე დაიკარგნენ.გასულ კვირას ეს კადრები ქართული ციხიდან ხელში ჩაუვარდათ ოს სამართალდამცავებს. თუმცა საერთაშრისო ორგანიზაციები ამ ხალხის ბედით არ დაინტერესებულან.

სახალხო რეაქცია ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევის და სოლთან პლიევის ცემის ვიდეორგოლს ჯერჯერობით არ გამოუწვევია საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით მიეძალნენ საქართველოს. თუმცა საზღვარგარეთიდან დახმარების მიღების იმედი ჯერ კიდევ არ მომკვდარა ოსებში. როგორც ჩვენს კორესპონდენტს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბეჭდვითი მედიისა და ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გაგლოევამ მოუყვა, რესპუბლიკაში ადამიანების უფლებების დამცველი დიმიტრი სანაკოევი ამზადებს ევროპელი კოლეგებისადმი მიმართვას. ამას გარდა, არაოფიციალური წყაროებიდან გაგლოევასთვის ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ სამძებრო ოპერაციებს ამ სამი ოსის პოვნისთვის, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ხმაურის წამოწყებას ვიდეოჩანაწერის გულისთვის, სადაც ვიღაც ხელკეტით სცემს ახალგაზრდა ბიჭებს, საერთაშორისო სამართალდამცავები საჭიროდ არ თვლიან.

ქართული მხარე უარყოფს თავისი სპეცსამსახურების მონაწილეობას ოსი მოქალაქეების გატაცებასა და დაკავებაში. ეს მოხდა ცხინვალის რაიონის სოფელ მერეთში, 13 ოქტომბერს. უკანასკნელად ამის თაობაზე მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა თებერვლის ბოლოს, ჟენევაში.

მარტში ადამიანის უფლებათა დამცველმა დავით სანაკოევმა დარწმუნებით თქვა, რომ ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი და სოლთან პლიევი ქართულ საპყრობილეში იმყოფებიან. ისინი აღმოაჩინა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა. ამგვარად, საქართველოს წინააღმდეგ წამოსული ბრალდებები დადასტურდა. „ახლა ჩვენ ვეცდებით გავიგოთ მათი დაკავების პირობები და ის, თუ სად იმყოფებოდნენ ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში. საბდნიეროდ, ისინი ცოცხლები არიან და ჩვენ აუცილებლად მივხედავთ მათ მომავალს",- განაცხადა სანაკოევმა. თუმცა შემდეგ, მისივე თქმით, საქართველოში განაცხადეს, რომ „მათ ამოიცნეს და ეს სულ სხვა ხალხი იყო". „ქართული მხარე გამუდმებით ცდილობს ინფორმაციის დაფარვას და დამახინჯებას",- განუცხადა სანაკოევმა საინფორმაციო სააგენტოს Regnum.

როგორ მოხვდა სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველის ხელში სამი ახალგაზრდა ადამიანის ცემის ვიდეოჩანაწერი, რომელთა შორისაც უმცროსი მოტაცების დროს მხოლოდ 16 წლის იყო, დიმიტრი სანაკოევი არ ამხელს. თუმცა ირინა გაგლოევამ მიგვანიშნა, რომ როდესაც ოფიციალური თბილისი უარს ამბობს თანამშრომლობაზე მათ „სახალხო დიპლომატია" ეხმარება. საქართველოშიც არის ხალხი, რომლებსაც ეს აწუხებს.

აი საერთაშორისო საზოგადოება კი, რომელიც ქართველთა ნებისმიერი უფლების დარღვევაზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებს, ოსების ბედისადმი გასაოცარ სიმშვიდეს იჩენს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100