RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ხელისუფლებისათვის შარვლიანი დამნაშავე უფრო მომხიბვლელია

22.04.2009  |  10:20

4/6/3/2463.jpegაღდგომის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ამ ქრისტიანული დღესასწაულის ტრადიციისამებრ ამნისტიის ბრძანება გამოაქვეყნა, მაგრამ ქუჩებში მან უმეტესად ბოროტმოქმედი მამაკაცები გამოუშვა. იმიტომ ხომ არა, რომ ქალები სახლისაკენ გაეშურებოდნენ, ხოლო ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ოპოზიციის რიგებში შეიჭრან და ცივილიზებული საპროტესტო აქციების ზედმეტი დისკრედიტაცია მოახდინონ. თბილისის ქალთა კოლონიაში უსამართლობამ ბუნტი გამოიწვია.

დიდ შაბათს დილიდან ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 390 ადამიანის შეწყალების ბრძანებას მოაწერა ხელი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტ-პატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის" ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის თქმით, სრული გათავისუფლება 348 ადამიანს შეეხო, დანარჩენ 42-ს პატიმრობის ვადა შეუმცირდა.

ამ სასიკეთო ცნობამ მოულოდნელი რეზონანსი გამოიწვია თბილისის მეხუთე ქალთა კოლონიაში. იქ ნამდვილი ბუნტი დაიწყო, დაწესებულების ტერიტორიაზე ყველაფრის და ყველას დამხობით. საქმე ისაა, რომ ამნისტირებულთა სიაში ადამიანთა მოდგმის მშვენიერი წარმომადგენლების მხოლოდ 23 წარმომადგენელი და ექვსი არასწრულწლოვანი აღმოჩნდა. დანარჩენი კაცები არიან. უფლებათა დამცველი კაკაბაძის თქმით, სწორედ ქალებს და მოზარდებს ჰქონდათ შეწყალების იმედი ყველაზე მეტად.

კოლონიაში მისულმა საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განცხადება გააკეთა, რომ ბუნტი შეუთავსებელი სასჯელითაა გამოწვეული, მაგრამ რამდენიმე საათი წარუმატებლად ცდილობდა პატიმრებთან საერთო ენის გამონახვას. „როდესაც მე ვუთხარი პატიმრებს, რომ მათი მოთხოვნები არარეალურია და მათი შესრულება შეუძლებელია, ამან მათი კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. მე მესმის მათი აღშფოთება. გაუგებარია, როცა შეწყალება გირგვლიანის მკვლელებს ეხებათ ( ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოლიციელების ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა) და არ ეხება ნორა კვიციანს (პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის და, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია ბრალდებული), რომელმაც კოდორის ხეობა გადაარჩინა" - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა.

აჯანყებულების მოთხოვნების პასუხად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ცხადია გათავისუფლებები არ მოჰყოლია. „ ასეთი მოთხოვნების შესრულება არარეალურია. შეუძლებელია ერთბაშად 700 პატიმრის გათავისუფლება, რომელთაგანაც 40 მძიმე დანაშაულისთვისაა დაკავებული, მათ შორის მკვლელობისთვისაც" - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. როგორც ჩანს ციხეების მინისტრი დამატებითი ამნისტიის ვარიანტს, თუნდაც ნაწილისთვის, არ განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების ყველა სხვა დაწესებულებაში სიმშვიდეა. თუმცა მედია იუწყებოდა ვნებათაღელვის შესახებ ზუგდიდის ციხეში.

ბუნტის შედეგად პატიმრებმა კოლონიის ინფრასტრუქტურა დაარბიეს და აღდგომის ღამეს ისინი რუსთავის №1 ციხეში გადაიყვანეს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100