RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მონარქიის აღდგენას საფრთხე ემუქრება

22.04.2009  |  10:22

4/6/6/2466.jpegქართული ოპოზიციის გეგმებში, რომელიც უკვე მეორე კვირაა სააკაშვილის გადადგომას ითხოვს, საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა და ასევე კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა შედის. საქართველოში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შედეგი უცნობია. გაირკვა, რომ მონარქიის აღდგენაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

სამეფო დინასტიის ორი შტოს წარმომადგენელის - ანას და დავითის ქორწინება, რომლებმაც 8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კურთხევით საზეიმოდ დაიწერეს ჯვარი, დაშლის პირას აღმოჩნდა. როგორც ქართულ გაზეთ „ალიაზე" დაყრდნობით „ვზგლიადი" იუწყება ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ანა ჭორების თანახმად მონასტერში არ წასულა, არამედ პედაგოგიურ მოღვაწეობას განაგრძობს.

როგორ აეწყობა ბაგრატიონების ოჯახში ურთიერთობები, რომელზეც საქართველოში დიდ იმედებს ამყარებდნენ? ამბობენ, რომ თვით ჯვრისწერის დღესაც სტუმრების სახეებზე მეტი სიხარული იყო ვიდრე თავად ახლადდაქორწინებულების. ჟურნალისტები ხუმრობდნენ: აქ უნდა იყოს ალა პუგაჩოვა თავისი სიმრერით „მეფეებს ყველაფერი შეუძლიათ..." სახელმწიფო საქმეების გულის საქმეებთან შეთავსება ულაპარაკოდ - რთული საქმეა. თუმცა გულწრფელად ვუსურვებთ ახლადდაქორწინებულებს ბედნიერებას და ურთიერთგაგებას.

თანამედროვე დემოკრატები, გასული საუკუნის იდეოლოგიური პროტოტიპებისგან განსხვავებით , მონარქიაში უკე ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ, მითუმეტეს, რომ ზოგიერთმა რევოლუციონერმა ბელადმა პირადი ძალაუფლების საქმეში შორს გადაუსწრო ყველაზე ძალაუფლების მოყვარულ მეფეებსაც კი. საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეები,იმას ეყრდნობიან, რომ მონარქიულია უმაღლესად განვითარებული ქვეყნები, სადაც დემოკრატია ყვავის და ეკონომიკა ორიენტირებულია სოციალურ სფეროზე. ასეთებია: ნორვეგია, ჰოლანდია, შვედეთი, დანია, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდ ბრიტანეთზე და ,რა თქმა უნდა ესპანეთზე, (აქ დაიბადა და გაიზარდა დავით ბაგრატიონი), სადაც მეფე ხუან კარლოსი გენერალ ფრანკოს მრავალწლიანი დიქტატურის შემდეგ ავიდა ტახტზე. ასე რომ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეას საქართველოში ელოლიავებიან.

ანას და დავითის ჯვრისწერის წინ ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა განაცხადა: „დავითი და ანა სამეფო გვარის ორ შტოს წარმოადგენენ, რომლებსაც თანაბრად შეუძლიათ ტახტზე პრეტენზია ჰქონდეთ. მათი შეუღლება ტახტის მემკვიდრის საკითხზე კითხვებს ხსნის. პირადად მე ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ვარ. როგორც ცნობილია, მონარქიული ქვეყნები ხომ ასე თუ ისე სტაბილურია. საქართველოში ბევრია ავად ველური ამბიციით - იყოს პრეზიდენტი. მინდა იმედი მქონდეს, რომ მონარქიის აღდგენა ამ პრობლემას გადაჭრის".

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მომავალი მეფე შესაძლოა ახალგაზრდა ბაგრატიონების წყვილის მომავალი ბავშვი გახდეს. ასე რომ ანას და დავითის მემკვიდრეს თითქმის მთელი საქართველო ელოდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100