RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს შესთავაზეს იმოქმედოს ოფიციალურად და არა ყაჩაღურად

23.04.2009  |  09:50

4/7/9/2479.jpegქართულ-ოსურ საზღვარზე სიტუაცია ისევ დაიძაბა. ყველაფერში დამნაშავე კი ეუთოს დამკვირვებლები არიან, რომლებიც ოსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 21 აპრილს. შესაბამისი რჩევების მიცემის შემდეგ საზღვრის დამრღვევები, რა თქმა უნდა, გაუშვეს. თუმცა თბილისი და ეუთო განრისხდნენ.

„ეუთოს დამკვირვებლებმა ავტომანქანით უკანონოდ გადაკვეთეს ოსეთის საზღვარი ცხინვალის რაიონში და ისინი დავაკავეთ",-განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეუთოს დამკვირვებელთა საქციელი უკვე მერამდენედ ატარებს პროვოკაციულ ხასიათს. როგორც სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, დაკავებამდე ოსეთის საზღვრის დამცველებმა რამდენიმეჯერ თხოვეს ეუთოს წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება და გამაფრთხილებელი გასროლაც კი გააკეთეს ჰაერში. „თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს".-მოჰყავს მისი სიტყვები იტარ-ტასს.

სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები ტურან ილდირიმი და რობერტ ლამბერტი, თურქეთისა და უნგრეთის მოქალაქეები, გაესაუბრნენ რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევს. დამკვირვებლები გამოტყდნენ, რომ სურდათ სასაზღვრო პოსტზე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან გასაუბრება. თავად ჩოჩიევმა მომხდარს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „თუკი ეუთოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სურს მუშაობა, ამისთვის არსებობს ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს კი ბანდიტური მეთოდებია. არ არის საჭირო პროვოკაციების განხორციელება. ეუთო ჩვენთვის ის ორგანიზაციაა, რომელთანაც უამრავი კითხვა გვაქვს და ნებისმიერი ასეთი ფაქტი ჩვენ მიერ აღიკვეთება." ჩოჩიევის თქმით, ეუთომ უკვე ასეთი ინციდენტების გარეშეც მოახერხა აგვისტოს მოვლენების შემდეგ საკუთარი ავტორიტეტის გაფუჭება მსოფლიოს თვალში თავის ინერტულობასთან დაკავშირებით. „სამხრეთ ოსეთმა უკვე არაერთხელ განაცხადა მსოფლიო დონეზე ეუთოსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნის შესახებ. იმის მაგივრად, რომ ამ შემოთავაზებებისა და დღეს არსებული რეალიების ფარგლებში იმუშაოს, ეუთო აწყობს მსგავს პროვოკაციებს",- განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ თავად დამკვირვებლებმა პრესასთან კომენტარების გაკეთებაზე უარი თქვეს. თუმცა სიტყვა აიღო ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ ფრიმანმა. მან განაცხადა, რომ ეუთო განაგრძობს თავისი თანამშრომლების დაკავების საკითხის „ზედმიწევნით გამოკვლევას".

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რაშია საჭირო გარკვევა? მისიის წარმომადგენლებს, როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რეაქცია არ ჰქონიათ გამაფრთხილებელ გასროლაზეც კი. ნუთუ ასეთი დიდი იყო სურვილი სამხრეთ ოსეთში შეჭრის და რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის იმის ახსნის, რომ ეუთოს იქ ყოფნა აუცილებელია? ძნელი დასაჯერებელია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100