RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პატარკაციშვილის პარტნიორი მზადაა სააკაშვილი გამოააშკარაოს

23.04.2009  |  09:52

4/8/0/2480.jpegქართულ საზოგადოებაში ოპოზიციურ განწყობას კიდევ ერთი საბაბი დაამატა, ხელისუფლების მიერ შერისხული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ყოფილმა პარტნიორმა- გოგი ჯაოშვილმა. მან გამოთქვა მზადყოფნა მისცეს სასამართლოში ჩვენებები გარდაცვლილი ოლიგარქის ოჯახის აქტივების, მათ შორის მთაწმინდის პარკის და ტელეკომპანია „იმედის" განკარგვის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენებები.

პატარკაციშვილის ოჯახის პრეს-სამსახურმა საქართველოში გაავრცელა Links-ის ყოფილი დირექტორის გოგი ჯაოშვილის განცხადება, რომელსაც სურს სასამართლოს ჩვენება მისცეს, გარდაცვლილი ქართველი მილიარდელის ბადრი პატარკაციშვილის ქონების თაობაზე. იმ პატარკაციშვილისა, რომელმაც თავისი კანდიდატურა წამოაყენა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე და შემდეგ თითქოს და გულის იშემიური დაავადებით, ლონდონში მოულოდნელად გარდაიცვალა.

გასული წლის თებერვალში ბიზნესმენის ლონდონში უეცარი დაღუპვის შემდეგ, მისი ქონების გარშემო კამათი გაჩაღდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილის ანდერძის აღსრულების უფლება მისმა დეიდაშვილმა აშშ-ს მოქალაქემ ჯოზეფ ქეიმ (იოსებ კაკალაშვილი) მიიღო. ბადრი შალვას ძის კუთვნილი მთაწმინდის პარკი თბილისში და ტელეკომპანია „იმედი" არაბულ საინვესტიციო კომპანია „Rakeen Investment Group"-ს გადაეცა. ერთმაც და მეორე გასხვისებამ, საზოგადოებაში მგზნებარე პროტესტი გამოიწვია.

საქართველოში ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ბადრის სახელი მუდმივად ისმის. ეს აქციები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ისახავს მიზნად. პატარკაციშვილის მემკვიდრეებისათვის მისი ქონების დაბრუნება - ერთ-ერთი იმ მოთხოვნათაგანია, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფებას უყენებს. ამ სიტუაციაში ჯაოშვილის განცხადება ძალზე დროული აღმოჩნდა. „მე არ ვითხოვ არანაირ უსაფრთხოების გარანტიებს. მოვითხოვ მხოლოდ ერთს - მომცენ საშუალება სასამართლოს ჩვენება მივცე", - მოყვანილია მისი სიტყვები „ნოვოსტი-გრუზიაში".

უნდა განიმარტოს, რომ გასული წლის დეკემბერში ჩატარებული სკანდალური პრეს-კონფერენციის შემდეგ ჯაოშვილი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. მან ჟურნალისტებს მოუყვა თუ რა პირობებში მოხდა ტელეკომპანია „იმედის" გაყიდვა და ისიც თუ როგორი ძალისმიერი მეთოდებით ჩაიგდო ხელში, თბილისის მერიამ უფლებები მთაწმინდის პარკზე. ამის შემდეგ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, იგი პოლიტ-პატიმართა რიგებს შეავსებდა. ამიტომაც რჩებოდა ერთი გამოსავალი - ხელისუფლების თვალსაწიერიდან გაქრობა. „მრავალი თვის განმავლობაში მე ვერ შევძელი სარჩელის სასამართლოში შემეტანა. იმის მიუხედავად, რომ მე მაქვს კონკრეტული ბრალდებები, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, რომლებმაც სისხლის სამსართლის დანაშაული ჩაიდინეს" - აღნიშნა ჯაოშვილმა. მან განმარტა, რომ იგი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელეკომპანია „იმედის" ნომინალური მფლობელი იყო, ასევე იყოკომპანია Links-ის დირექტორი, რომელიც ბადრი შალვას ძეს ეკუთვნოდა. ამ კომპანიამ გააფორმა თბილისის მერიასთან მთაწმინდის პარკის 49 წლიან იჯარაზე ხელშეკრულება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100