RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს რეგიონები დედაქალაქისკენ დაიძრნენ

23.04.2009  |  16:31

4/9/2/2492.jpegქართულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები განაახლა. მართალია სააღდგომო შესვენების შემდეგ მომიტინგეთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, მაგრამ ოპოზციონერები მაინც ელოდებიან ახალ საპროტესტო ტალღას. წუხელ საღამოს დედაქალაქში სამანქანო კოლონები მოიზიდეს რეგიონებიდან.

„მიმდინარე პროტესტის მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება და არ ჩაცხრება, ვიდრე ქვეყანაში რეალური ცვლილებები არ განხორციელდება" - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 21 აპრილს ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში. იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ შემოქმედებით ინტელეგენციასთან, რომელთა უმეტესობა ოპოზიციის მხარდამჭერია, ქვეყნაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელა. შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა განწყობილია დემოკრატიული რეფორმების გასატარელად და ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ დიალოგში ჩართვაზე უარს აცხადებს, არ უნდა იქცეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დაბრკოლების ფაქტორად.

ბაქრაძის ანალოგიური პოზიცია გამოთქვა მმართველი პარტიის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა „ოპოზიცია ნათელ და ერთიან პასუხს აგვიანებს. მეჩვენება, რომ ზოგიერთი ლიდერი თავისივე რადიკალური ულტიმატუმის ტყვეა ან სახეს ინარჩუნებს რიგითი მხარდამჭერების თვალში. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ დრო კვლავაც მის მხარესაა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვები უმტყუნებთ" - ბეჭდავს Civil.ge დარჩიაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან „24 საათს " მისცა. მისი თქმით მოთხოვნა „შენ წადაი-მე მოვალ" დიალოგის დღის წესრიგისათვის მიუღებელია. „ყველა დანარჩენი საკითხი განხილვას ექვემდებარება, მაგრამ შეთანხმება ერთმხრივ დათმობას არ ნიშნავს" - აღნიშნა მან.

დარჩიაშვილმა ასევა განაცხადა, რომ 2006 წლის შემდეგ სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა. მან შეაქო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რადგან პოლიცია პირველად არის დაკავებული თავისი ძირითადი მოვალეობით - იგი სამოქალაქო წესრიგის უზრუნველყოფის სამსახურში ჩადაგა. ამ დროს კი, სწორედ ვანო მერაბიშვილია ახლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ანტი-გმირია, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული მომიტინგეთა რისხვა და სიძულვილი.

ასე რომ 22 აპრილს თბილისი, სიმბოლურ „საკნების ქალაქად" გადაიქცა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე თბილისში იფუნქციონირებს „საკან-გალიების ქალაქი", სადაც ოპოზიციონერები მონაცვლეობით ჩაჯდებიან. მანიფესტაციის დასაწყისში საკნები, მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციასთან და საზოგადოებრივ ეტლევიზიასთან იდგა.

თუმცა ოპოზიცია პირობას იძლევა, რომ მოძრავი „საკან-გალიები" დაიდგმება თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, აგრეთვე სახელმწიფო კანცელარიის გარშემო და თბილისის მერიასთან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100