RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატო კავკასიაში ”ცივი ომის” ლოგიკით მოქმედებს?

23.04.2009  |  17:53

4/9/6/2496.jpegამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით ამტკიცებს, რომ მაისში საქართველოში დაგეგმილი ნატოს საწავლებები, რუსეთს არაფრით არ ემუქრება. ამის შესახებ 22 აპრილს განაცხადეს: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა და ა.შ.შ-ს ელჩმა რუსეთში ჯინ ბაიერლიმ.

"მე მოვისმინე განცხადებები, რომ რუსეთი შეფიქრიანებულია ამ სწავლებების გამო,- რობერტ ვუდის ციტირებას ახდენს Newsru.com. - ეს სწავლებები არ ემუქრება არც რუსეთს და არ ემუქრება არც სხვა არავის. ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა ეს დაგეგმილი და ის ნორმალური შემადგენელი ნაწილი გახლავთ ნატო-საქართველოს ურთიერთოებისა. ამ სწავლებების მიზანია - დაეხმაროს საქართველოს ნატოს სტანდარტებს მიუახლოვდეს.

საკუთარი კოლეგების სოლიდარულია ა.შ.შ-ს ელჩიც რუსეთში ჯონ ბაიერლი. "ამგვარი სწავლებები მრავალი წელია ტარდება, - მისი სიტყვები მოჰყავს ბი-ბი-სის.- ეს რეგულარული მოვლენაა. ვერაფერ მოულოდნელს ამაში ვერ ვხედავ". ამასთანავე ბაიერლიმ აღნიშნა, რომ ჯერ არ ფლობს ინფორმაციას სწავლებებში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ.

როგორც ჩანს, ა.შ.შ ცდილობს შეარბილოს დისკუსიის ტონი, საქართველოს პოლიგონ "ვაზიანი"-ს გახმაურებულ სამხედრო მანევრებთან დაკავშირებით. გულახდილად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით მათ ეს არც ისე კარგად გამოსდით. საინტერესოა, რომ ბაიერლი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ "იზვესტიე"-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი "დაუბრუნდნენ ჩვევას, აზრი ჰკითხონ ერთმანეთს და რჩევები მიიღონ". "ჩვენ ისევ უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურ კონსტრუქციულ დიალოგს, - ამბობდა ამერიკელი დიპლომატი. ეს "გადატვირთვის" პირველი ნაბიჯია. ნუთუ ვაშინგტონი საქართველოში სწავლებებსაც, განთქმული "გადატვირთვის" კონტექსტში გაშიფრავს?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამავდროულად, აგრძელებს ალიანსის იდეის გაკრიტიკებას, ჩაატაროს სამხედრო მანევრები საქართველოში. რუსეთის გარეპოლიტიკურ უწყებაში თვლიან, რომ ნატოს დაგეგმილი სწავლებები, როგორც ა.შ.შ-ს მისწრაფება გააგრძელოს საქართველოს იარაღით მომარაგება - არის აშკარა დარღვევა მთელი რიგი მოლაპარაკებებისა, რომლებიც მიღწეული იქნა თავის დროზე, ა.შ.შ-სთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ამგვარი შეხედულება გაგვიზიარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა:" საუბარია იარაღის მიწოდების სფეროში კონტროლის რეჟიმის შესახებ შეთანხმებებზე, ასევე ეუთოს მინიმუმ ორ დოკუმენტზე, რომლებიც აწესებენ კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებისგან თავის შეკავებას, -ციტირებას ახდენს "როსბალტი".- აგრესორი არ უნდა იქნეს გადაიარაღებული. ეს პირდაპირი გზაა სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ". რიაბკოვის სიტყვებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მცდელობა ყველაფერი იმით ახსნას, რომ სწავლებები დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რომ ეს არა ნატოს წვრთნები, არამედ სწავლებებია პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში, რომ ეს მანევრები ატარებს კომანდო-შტაბურ ხასიათს - გამართლება არ არის.

 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100