RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლავროვმა თბილისსა და დასავლეთს საერთაშორისო სამართლის საფუძვლები შეახსენა

24.04.2009  |  16:00

5/1/1/2511.jpegსაქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებს. ასეთი კომენტარი გაუკეთა სააკაშვილის რეჟიმის ახლანდელ პოლიტიკურ კურსს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაეროს 1970 წლის დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ფლობს ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი ის იცავს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერის უფლებებს,- განაცხადა სერგეი ლავროვმა თავის ინტერვიუში ბი-ბი-სისთან.- სააკაშვილმა დაივიწყა ეს პრინციპი, ბრძანა იმ ხალხის მოკვლა, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებად თვლიდა და ამით თავად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ყოველთვის იცავდა და დაიცავს საერთაშორისო სამართლის ზედმიწევნით შესრულებას და ოპერაცია საქართველოსთვის მშვიდობის იძულებისთვის კანონის ფარგლებში ჩატარდა.

„სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა რუს სამშვიდობოებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ საერთაშორისო მანდატით გათვალისწინებული კანონიერი საფუძვლებით, რომლებიც ეუთომ აღიარა,- აღნიშნა სერგეი ლავროვმ,- სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მაცხოვრებლებს, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ. საერთაშორისო სამართლით ეს მოიაზრება როგორც რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა. ხოლო გაეროს ქარტიის 51-ე სტატია ქვეყანას ანიჭებს თავდაცვის უფლებას შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში.

მართლაც, სააკაშვილის დასავლელი მფარველების წაქეზების გამო დიდი დრო დაგვჭირდა მსოფლიოსთვის იმის დასამტკიცებლად, რომ აგვისტოს აგრესორი იყო სწორედ საქართველო, რომელმაც ცხინვალს შეუტია პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს. ყოველთვის, ოლიმპიური ცეცხლის ანთების დროს, ყველა ომი წყდებოდა ხოლმე. საქართველოსთვის კი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღემდე გაუგებარია რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს: ცხინვალის ძალით აღების და თითქმის 20 წლის წინ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების? მაგრამ ამით საქართველოს ლიდერმა კიდევ ერთხელ დაარღვია გაეროს ქარტია, რომლის ერთ-ერთ პუნქტშიც საუბარია: „ორგანიზაცია მიისწრაფვის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერისკენ და სწორედ ამ მიზნით იღებს კოლექტიურ ზომებს მშვიდობისთვის საფრთხის შემქმნელი პირობებისა და აგრესიის ჩასახშობად, ის ავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპების საფუძველზე".

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხს უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდათ დასრულებული თვითგამორკვევა. „სსრკ-ს კანონის მიხედვით 1990 წლის 3 აპრილიდან რესპუბლიკები საქართველოს შემადგენლობას გამოეყვნენ,- რაზეც განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სერგეი ლავროვმა.- ამის კანონიერებაზე დავა არ შეიძლება, რადგან საქართველო სსრკ-ს შემადგენლობით სწორედ ამ კანონის საფუძველზე გამოვიდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100