RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სომხეთი გზის გასაყარზეა, საქართველო კი მოლოდინში

27.04.2009  |  09:54

5/1/4/2514.jpegსომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მოსკოვშია. რუს კოლეგასთან განსახილველი თემები, საკმარისზე მეტი დაგროვდა. მიუხედავად რუსეთის უარყოფითი რეაქციისა, ნატოს მაისის სწავლებებზე საქართველოში, სომეხი სამხედრობი თბილისში წასვლას აპირებენ. ამას გარდა, ერევანმა თურქეთთან ააწყო ურთიერთობები, მართალია მხოლოდ იმ დოზით, რომელიც მისცემს ბარაკ ობამას სომხების გენოციდის არ აღიარების საშუალებას, რუსეთი - ჩაფიქერდება საკუთარი კავკასიაში გავლენის შემცირების შესახებ, საქართველო კი - დადარდიანდება ტრანზიტული ქვეყნის სტატუსის დაკარგვის გამო.

მოსკოვში, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის ვიზიტი, დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. მოლაპარაკებების თემა უნდა ყოფილიყო მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადაწყვეტის ხერხები, რომელიც ქზერბაიჯანლებსა და სომხებს შორის ჯერ კიდევ 1988 წელს გაჩაღდა. მის დარეგულირებას უშედეგოდ ცდილობს ეუთოს მინსკის ჯგუფი, რუსეთის, ა.შ.შ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით. ვერ გადაუწყვეტიათ ვერც სეპარატისტების შეიარაღებული ჩახშობა და ვერც ამ ტერიტორიის დამოუკიდებლად ცნობა. უკანასკნელ თვეებში, მოსკოვმა გააქტიურა სამშვიდობო პროცესი და ცდილობს მიაღწიოს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეხვედრას, სანკტ-პეტერბურგის სამმხრივ სამიტზე.

მაგრამ, ექსპერტების აზრით, სარქისიანი და მისი კოლეგა დიმიტრი მედვედევი პირევლ რიგში განიხილავენ, სომხეთის მონაწილეობას ნატოს მიერ საქართველოში დაგეგმილ სამაისო სწავლებებში. ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი დარწმუნებულია, რომ სარქისიანს ურჩევენ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვას, გადმოსცემს Day.az. რუსეთის ინეტერსების შემლახველ საკითხში, ნატოს და საქართველოს მიმართ ლაქუცით, სომხეთი ღალატობს პარტნიორულ ურთიერთობებს რუსეთთან. ამაგვარი აზრი საერთაშორისო პრეს-ცენტრ "ნოვოსტი"-ში 22 აპრილს გამოთქვა პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოცესების შემსწავლელი ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილემ ალექსეი ვლასოვმა. "ეს ნაბიჯი, უეჭველაია რომ, როგორ განმარტებაც არ უნდა მოაყოლონ მას, არ წაადგება სომხეთის პოზიტიურ აღქმას, როგორც რუსეთის სამხრეთ კავკასიაში, მთავარი სტრარტეგიული პარტნიორისა ".- განაცხადა მან. "მრაველვქტორული თამაშები, რომელსაც ახლა ჩვენი პარტნიორები თამაშობენ, არა მარტო სამხერთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც, შესაძლოა იმის მიზეზი გახდეს, რომ ნდობის სივრცე არა მარტო პოლიტიკურ ელეიტებს შორის შემცირდეს, არამედ იმ საერთაშორისო და საზოგადოებროვ ფენებთანაც შევიწროვდეს, რომლებიც ყოველთვის სიმპათიით იყვენენ განწყობილი სომეხი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ".- გაფრთხილებასავით გაისმა ექსპერტის სიტყვები...

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100