RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პიკეტები გალიებით. გაუფრთხილდით ნერვებს!

27.04.2009  |  09:57

5/1/5/2515.jpegმთელი გასული ღამის განმავლობაში, ქართველი ოპოზიონერები იმპროვიზირებულ ციხე-ქაქს აგებდნენ თბილისის ცენტრში, პარლამენტთან. კიდევ უფრო მეტიც, ოპოზიციის მიერ ინიცირებული თეატრალური მოქმედება, შესაძლოა საერთო ძალისხმევით პოლიტიკურ დეტექტივადაც გადაიქცეს. იქ კი, ტრილერამდეც არ არის შორს.

23 აპრილი დილას, სახელმწიფო კანხცელარიის ორივე შესასვლელი, ბლოკირებული იქნა გალიებით. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ დააზუსტა, რომ საკანი-გალიები კანცელარიის მთელ პერიმეტრზე განლაგდება. განთიადს ოპოზიციონერები საკნებში შეხვდნენ, რომლებიც როგორც ქართული მასმედია იტყობინება, ყველასთვის საკმარისიც არ იყო.

რით დასრულდება ეს წინააღმდეგობის აქტი, ჯერჯერობით გაუგებარია. ვინაიდან, მიუხედავად რეგიონებიდან საშველად ჩამოსული ნამატისა, საპროტესტო ტალღა ნელა, მაგარმ ნამდვილად იკლებს და ოპოზიციაც ამძიმებს სიტუაციას რამდენადაც შეუძლია. სახელმწიფო კანცელარიის ბლოკადაზე ჯერჯერბით, სამართალდამცავებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამავდროულად კი, ფაქტი ფაქტად რჩება - ოპოზიციისა ქმედებას თავისუფლად შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევის კვალიფიკაცია მიეცეს. ოპოზიცია ხომ, განზრახ უშლის ხელს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობას.

თუმცა ოპოზიციონერები არ აპირებენ "სანახევრო ზომებზე" გაჩერდნენ, იმუქრებიან წინააღმდეგობის გაძლიერებით. კანცელარიაში აღარ ჩატარდება მთავრობის სხდომები. ამ შენობის პიკეტირებისას, ამის შესხებ განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა, იტყობინება GHN. პიკეტები იქნება ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებთან, მათ შორის პარლამენტთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მერიასა და საკრებულოსთან.

მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 23 აპრილიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, კიდევ ერთი პროტესტის ფორმა შეემატება - ხელისუფლების წარმომადგენელების დევნა, " პიკეტირების პარალელურად, დაიწყება დევნის აქციებიც. სადაც არ უნდა წავიდეს პრეზიდენტი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, ყველგან მივლენ აქციის მონაწილეები და მათ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. ამგვარად ხელმძღვანელობა დაინახავს, რომ არ შეუძლია ხალხის მართვა და მხოლოდ საკუთარი გუნდის მცირე შემადგენლობას განაგებს".- განაცხადა ბესელიამ. ამას გარადა ის უკვე მერამდენედ დაემუქრა ხელისუფელბას , ექს-თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100