RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ერგნეთი - პატარა ჟენევა

27.04.2009  |  09:59

5/1/6/2516.jpegქართულ სოფელ ერგნეთში ჩავიდნენ სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, საქართველოს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მხარეები აპირებენ ინციდენტების აღმოფხვრის მექანიზმების განხილვას, რომლებზეც ჟენევის მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდზე შეთანხმდნენ.

„ახლანდელი შეხვედრა მიეძღვნება მხარეებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას, რათა მოხდეს სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის დარეგულირება. ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის რეგულარული გაცვლის საკითხები, ამ ზონაში მონიტორინგის ჩატარება, ასევე ბრიფინგების ჩატარება ამ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სადავო საკითხების ოპერატიული განხილვა, რუსეთისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარება, რათა მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა განვითარდეს ევროსაბჭოსა და სამხრეთ ოსეთში არსებული რუსეთის სამხედრო კონტიგენტს შორის".

ტელეკომპანია „იმედის" მონაცემებით, ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფის ლიდერი შოთა უტიაშვილი. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ შეხვედრიდან „არაფერ განსაკუთრებულს" არ ელის. სიტყვაძუნწი „ძალოვანის" ნათქვამი შეავსო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. როგორც ამ რანგის ჩინოვნიკს შეეფერება, მან უფრო ფართოდ განიხილა საკითხი: „წინასწარ იმაზე საუბარი, თუ რა და როგორ იქნება, რთულია,- მისი სიტყვები მოჰყავს GHN-ს.- გახდება თუ არა ეს ის დღე, როდესაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმები ამუშავდება, დრო გვიჩვენებს... ახლა მთავარია, რომ ამ მექანიზმებმა დაიწყოს მუშაობა."

თავის მხრივ კი ცხინვალი, რომელსაც ხუთი წარმომადგენელი ჰყავს, ამ შეხვედრაზე საკმაოდ კონკრეტულ იმედებს ამყარებს. „როსბალტის" მონაცემებით, ოსური მხარე საქართველოსგან ახალი ომის არ დაწყების გარანტიებს და გატაცებული ოსების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტას ელის. მას სურს ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გაუზიაროს თავისი შეხედულება და რეგიონში არსებული სიტუაციის მისეული შეფასება.

ერთი შეხედვით შემართება საკმაოდ კარგი და საქმიანია. ჯერჯერობით ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები ახდენენ თავიანთი გულახდილობის დემონსტრირებას და რაც მთავარია, სასაზღვრო შეხლა-შემოხლების შეწყვეტის სურვილს გამოთქვამენ. როგორც უკანსკნელმა მოვლენებმა გვიჩვენა, ერგნეთის შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი განსახილველი საკითხი იქნება. მთავარია, ემოციები არ გაბატონდნენ. ჯერ კიდევ დილით სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ოსური სოფლისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100