RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიციამ სააკაშვილს ისევ ვერ მიუსწრო რესტორანში

28.04.2009  |  10:21

5/3/3/2533.jpegოპოზიცია აგრძელებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დევნას. გუშინ გვიან საღამოს ისინი შეეცადნენ რესტორანში "მეიდანი" მისეწროთ მისთვის, მაგრამ როგორც გაირკვა პრეზიდენტი რესტორანში აღარ აღმოჩნდა.

რესტორანში შესული კონსერვატორი ბიძინა გუჯაბიძე, იქ მოვხაშმე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს წააწყდა, რუსუდან კერვალიშვილს და ირაკლი ქავთარაძეს. მან განაცხადა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იყო ამ რესტორანში, მაგრამ გაიგო რა "მდევრის" გამოჩენის შესხებ, უკანა გასასვლელიდან გაიქცა.

სააკაშვილის დევნის აქციები, ოპოზიციამ გასულ კვირას წამოიწყო და თან განაცხადეს, რომ ყველგან გაჰყვებიან მას და არ მისცემენ " დროის სასიამოვნოდ გატარების" საშუალებას, მაშინ როდესაც ქვეყანაში კრიზისია და ხალხი მის გადადგომას ითხოვს.

კვირას ქართული მასმედია გაძლიერებულად ავრცელებდა ინფორმაციას, იმის შესახებ რომ, შაბათს სოფიაში ენერგოსამიტზე მყოფი სააკაშვილი, იმავე საღამოს გაფრინადა თურქეთში და კურორტ ბოდრუმის ერთ-ერთ ფეშენებელურ საატუმროში დაბინავდა. ეს ინფორმაცია რიგმა თურქულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, რომლებზედაც კეთდებოდა მითითება. მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელსაც ტელეკომპანია "მაესტრო"-ს ეთერში გადაცემა "საკანი №5" მიჰყავს, გუშინ საღამოს ბოდრუმის იმ სასტუმროსთან დაკავშირებაც კი, მოახერხა ტელეფონით სადაც გავრცელებული ინფორმაციით დაბინავდა სააკაშვილი და სასტუმროს ადმინისტრატორმაც დაუდასტურა მას ეს ინფორმაცია.

"გადაეცით სააკაშვილს მოკითხვა გიორგი გაჩეჩილაძისგან და უთხარით, რომ ხვალ გადმოვურეკავ",- დაუბარა მომღერალმა ადმინისტრატორს.

ამ ინფორმაციის მიუხედავად, მეორე საღამოს მიხეილ საკაშვილი თბილისში დაბრუნდა და მოინახულა ის ადგილი, სადაც დილით ტრაგედია დატრიალდა - ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

საღამოსთვის დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა ესპანეთის პარლამენტის დელეგაციასთან, რომელიც პრეზიდენტის კანცელარიაში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ამის მაგივრად მიხეილ სააკაშვილმა საქმიანი ვახშამი მოუწყო ესპანელ სტუმრებს. "რუთავი-2"-ის ინფორმაციით, ერთერთმა ესპანელმა დეპუტატმა ვახშმის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას აქვს საკუთარი პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მაგრამ მისი აზრით ოპოზიციას საქმიანი ვახშმისთვის, ხელი არ უნდა შეეშალა.

ესპანეთის პარლამენტის დელეგაცია, სამუშაო ვიზტით თბილისში 24 აპრილს ჩამოვიდა და ჩაატარა შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ქართველ პარლამენტარებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან. არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, ესპანელი დეპუტატები მხოლოდ ირაკლი ალასანიას და ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100