RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კრიზისი ადვილი სქმე როდია: ხელისუფლება და ოპოზიცია ფინანსების ძეიებაში

29.04.2009  |  09:20

5/4/4/2544.jpegმესამე კვირაა თბილისი მიტინგობს. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ პროვოკაციებში და ეკონომიკურ ვარდნაში. ვის მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება - ჯერჯერობით ეს საკითხია ღიად არის დარჩენილი. ამასობაში ოპონენტებს სულ უფრო მეტად აწუხებთ ფინანსური პრობლემები. ანალიტიკოსები ბიუჯეტის სეკვესტრს პროგნოზირებენ, ოპოზიციამ კი უკვე დაიწყო შემოწირულობების შეგროვება.

საქართველოში, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ეკონომიკურ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. 9 აპრილიდან დედაქალაქი "საკან- გალიების" წინააღმდეგობის ტალღამ შთანთქა. ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა, რომ ოპოზიციამ საკუთარი თეტრალიზებული საპროტესტო აქციებით, დააფრთხო პოტენციური ინვესტორები და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეკონომიკურ ვარდნაზე. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ: ხალხი ხელისუფლების მიერ დაშვებულმა დაუსრულებელმა შეცდომებმა გამოიყვანა ქუჩებში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც. ვინ არის მართალი და ვინ არა? შეკითხვა რიტორიკულია. ერთი რამ აშკარაა: მთავრობაც და ხელისუფლებაც ფრიად შეწუხებულია ფინასების უკმარისობის გამო.

გასულ კვირას ქართულმა მასმედიამ განაცხადა, ბიუჯეტის შესრულებაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ. ბიუჯეტურმა ხარჯებმა, უკვე გადააჭარბეს შემოსავლებს 64 მილიონი ლარით. გასულ წელს ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა 753 მილიონი ლარი. იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნაციებმა 1 მილიარდ 442 ლარი შეადგინეს, ეს იმ დროს როდესაც შემოსავლები, მხოლოდ 378 მილიონი ლარია.

როგორც ყოფილმა ფინასთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, ფინანსური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმის რისკი, რომ ბიუჯეტის შესრულება რთული იქნებოდა თავიდანვე არსებობდა, " თუ კი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, მაშინ ფინანსური დეფიციტი შიდა წყაროების ხარჯზე შეივსება. ან და ხელისუფლებამ ხარჯები უნდა შეამციროს ან ხაზინიდან გამოჰყოს ვალდებულებები".- ალექსიშვილის ციტირებას ახდენს რადიო "კომერსანტი". ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ მილიარდი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტს. ამის შესახებ რადიო "კომერსანტს" შეატყობინა შოთა გვენეტაძემ. მისი სიტყვებით, ეს გამოწვეულია ექსპორტ-იმპორტის მოცულობის და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებით.

ბიუჯეტის ჩავარდნის რეალურ საფრთხეზე საუბრობს ექსპერტი დავით ნარმანიაც. "დეღევანდელი მდგომარეობით, ბიუჯეტში აღინიშნება საგადასახადო შემოსავლების დეფიციტი, მოსალოდნელი ჩავარდნის მიზეზი არის ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში და კრიზისი. აუცილბელია გადაიხედოს ხარჯების პოლიტიკა და ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს მხოლოდ საიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები".-განაცხადა დავით ნარმანიამ. ხელისუფლება გამორიცხავს ბიუჯეტის მილიარდიან სეკვესტრს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100