RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საიდან შახიდები? საფიქრებელია, რომ პანკისიდან

29.04.2009  |  09:22

5/4/5/2545.jpegჩეჩნეთში ისევ აღარ არის სიმშვიდე. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის (კტო) გაუქმებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. რუსი სამხედროები ვარაუდობენ, რომ პანკისის ხეობიდან რესპუბლიკაში ბოევიკების ჯგუფმა შეაღწია. ყველაფერი თითქმის ისევეა, როგორც 90-იან წლებში...

კონტრტერორისტული ოპერაციის (კტო) გაუქმებიდან ოთხი დღის შემდეგ, ჩეჩნეთში - იტუმ-კალეს და ვედენის რაიონებში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული. კიდევ ორ დღეში კონტრტერორისტული რეჟიმი განაახლეს, რესპუბლიკის შალინის და შატოის რაიონებში. 24 აპრილს ამის შესახებ განცხადება გააკეთა ფედერალური ჯარების ოპერატიული შტაბის პრეს-ცენტრმა. თუცა შაბათს ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა უარყო ეს ინფორმაცია. 1999 წლიდან მთელი ჩეჩნეთი "განსაკუთრებულ" მდგომარეობაშია: იქ მოქმედებდა ტრანსპორტის გადაადგილებასთან, ადამიანებისა და ნივთების დათვალიერებასთან და დოკუმენტების შემოწმებასთან დაკავშირებული შეზღუდვები. და აი 16 აპრილს კადიროვის წინადადებით, რომელიც ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ "ბოევიკების საკითხი საბოლოოდ ამოწურულია", უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააუქმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.

მაგრამ, როგორც კი მასმედია ალაპარაკდა, ჩეჩნეთიდან 25 ათასი სამხედრო მოსამსახურის, სპაეცდანიშნულების ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის და მთავარის სადაზვერვო სამმართველოს უგამოცდილესი თანამშრომლების ჩათვლით და ასევე კონტაქტორი მილიციელების გამოყვანის შესაძლერბლობის შესახებ - ბოევიკებმა თითქოს და გამოიღვიძეს. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების აქტივიზაციამ, აიძულა ფედერალური ჯარების ოპერატიული შტაბი, განეახლებინა კონტრტერორისტული ოპერაცია ცალკეულ რეგიონებში. "მიღებულია ცნობები შეიარაღებული ბანდების მიერ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოადგენლებისა და სამართალდამცავების წინააღმდეგ დივერსიულ- ტერორისტული აქტების დაგეგმვის შესახებ... რესპუიბლიკის სამართალდამცავი ორგანოების ქვედანაყოფები სამჯერ შეეჯახნენ შერიარაღებულ წინააღმდეგობას ბანდდაჯგუფებების მხრიდან".- აცხადებს შტაბის პრეს-ცენტრი. აღნიშნულია, რომ ოპერაციის მიდინარეობისას აღმოჩენილია და განადგურებული ბოევიკების ბაზირების ათი ადგილი, ექვსი სამალავი მნიშვნელოვანი იარაღისს და საკვები პროდუქტის მარაგით. დაკავებულია სამი შეიარაღებული დამნაშავე და ასევე ბანდიტებისათვის ხელშეწყობაში მხილებული ხუთი ადამიანი.

შაბათს ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე, კადიროვის ხელმძღვანელობით გაცხადებული იქნა, რომ 16 აპრილიდან კონტრტერორისტული ოპარაციის რეჟიმი აღარ შემოღებულა აღარცერთ რაიონში. როგორც "ინტერფაქსი" გვატყობინებს, ოპერატიული ვითარების განხილვაში მონაწილეობას ღებულობდნენ: ჩრდილო-კავკასიის რაეგიონში გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების მთავარსარდალი, გენერალი ნიკოლაი სივაკი, სამხედრო კომენდანტები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ყველა შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ სიტუაცია ჩეჩნეთში მშვიდია და არ არსებობს საფუძველი რაიმე სახის დამძაბავ ელემენტებზე საუბრისა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100