RSS
на русском en in english
29.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაზის დიპლომატიის ინტერპრეტაციის სირთულეები

29.04.2009  |  09:25

5/4/6/2546.jpegბულგარეთში ჩატარებული ენერგოსამიტის შედეგებს მასმედიის წარმომადგენლები სხვადასხვნაირად გადმოგვცემენ: „სამხრეთის ნაკადზე" nabucco-ს გამარჯვებით დაწყებული, ამერიკის შეგუებით რუსული გაზსადენის ევროპაში გაყვანით დამთავრებული. ფაქტი კი ისაა, რომ არანაირ ვალდებულების დამაკისრებელ დოკუმენტზე პარტნიორებს ხელი არ მოუწერიათ, ხოლო დასკვნითი დეკლარაციის ტექსტი ნეიტრალურია ყველა ერთმანეთის კონკურენტი გაზსადენის მიმართ.

ქართული მასმედიის რეაქციაზე სოფიაში ჩატარებული შეხვედრის თაობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომ ევროკავშირმა გამოყო 4 მილიარდი დოლარი nabucco-ს პროექტის რეალიზაციისთვის. ამის შესახებ განაცხადა „ბიზნეს საქართველომ" ევროსაბჭოს თავმჯდომარეზე ჟოზე მანუელ ბაროზაზე მითითებით. „ევროპას გაზის სტაბილური მიმწოდებელი სჭირდება, ამიტომაც ჩვენ უპირატესობას nabucco-ს პროექტს ვანიჭებთ, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულს",- განაცხადა ევროპელმა ჩინოვნიკმა.

ქართულმა მასმედიამ ბაროზას მიერ დასახელებული ციფრი 3,75 მილიარდი მოხერხებულად დაამრგვალა. ამ თანხის ჩადებას ევროკავშირი რამდენიმე ენერგეტიკულ პროექტში აპირებს. მათ შორის პრიორიტეტული არის სამხრეთის დერეფანი, რომელშიც nabucco-ც შედის. ეს დაპირებაც არ არის ჯერჯერობით ქაღალდზე დადასტურებული.

სოფიას „გაზის სამიტი" დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა რუსეთის დელეგაციისთვის, ირწმუნება რუსული გაზეთი „კომერსანტი". ამერიკის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის რიჩარდ მორნინგსტარის სიტყვებში გაზეთმა nabucco-ს ულაპარაკო მხარდაჭერა ამოიკითხა. ვაშინგტონი, დიპლომატის სიტყვების მიხედვით, უშვებს იმ აზრსაც, რომ პროექტის სარესურსო ბაზა შეიძლება ირანიც გახდეს. nabucco-ს მხარდაჭერით, აღნიშნა გაზეთმა, გამოვიდა ასევე თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული. ხოლო „გაზპრომის" მიერ განაწყენებულ თურქმენეთის ლიდერს გურბანდული ბერდიმუჰამედოვს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ განეცხადებინა სურვილი თავისი გაზის რაც შეიძლება მალე მიწოდების შესახებ ევროპაში. ბულგარეთის პრეზიდენტმა გიორგი პირვანოვმა, „კომერსანტის" ვერსიით, ასევე უარი თქვა „სამხრეთის ნაკადისთვის" ოპოზიციის გაწევაზე.

სრულიად საწინააღმდეგო დასკვნა გამოიტანა ბელგიურმა გაზეთმა EUobserver: ამერიკა ევროპული გაზსადენის მხარდაჭერას ამცირებს. გამოცემა აკეთებს აქცენტს რიჩარდ მორნინგსტარის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ Nabucco-ს გაზსადენი არ იძლევა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას. „გაზსადენები - ეს მხოლოდ თავსატეხის ნაწილია. Nabucco არ არის წმინდა გრაალი, რომელიც პრობლემას გადაჭრის",- გაზეთს მოჰყავს ბარაკ ობამას ენერგეტიკულ საკითხებში წარმომადგენლის სიტყვები. ამ განცხადებას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაცია ცალსახად უჭერდა მხარს Nabucco-ს და აკრიტიკებდა „სამხრეთის ნაკადს". იგი ამ უკანასკნელს უწოდებდა მოსკოვისთვის ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების კონტროლის გაძლიერების კიდევ ერთ იარაღს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100