RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კრიმინალური ქრონიკა თბილისიდან

29.04.2009  |  15:01

5/5/9/2559.jpegოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ნერვებზე თამაშს, მუშტების ომიც თან ახლავს. გასულ ღამეს პრლამენტთან ახლოს ისევ სცემეს, ოპოზიციური აქციის მონაწილეები. რამოდენიმე დღით ადრე ამ შმეთხვევამდე, "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი დაზარალდა. მაგრამ არც პოლიცია და არც ოპოზიცია ფიზიკური გასწორების ფაქტებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

ღამე საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორო მონაწილე დაუნდობლად იქნა ნაცემი. ასე განაცხადეს დაზარალებულებმა, ისინი მაღაზიას ეძებდნენ, რათა სიგარეტი ეყიდათ, როდესაც სასტუმრი "ივერიასთა" მათ დაახლოებით ოცი ადამიანი დაესხათ თავს და უსიტყვოდ სცემეს. ტელეკომპანია "მაესტრომ" კიდევ ერთი ცემის ფაქტზე ისაუბრა. ოპოზიციის მომხრეებით სავსე მანქანა როდესაც ბრუნდებოდა სახლში, მას გზა გადაუღობა სხვა ავტომობილმა. უცნობი ადამიანები გადმოვიდენე მანქანიდან და სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს.

ამ დროს კი, ვიღაც ოპოზიციის სახელით თავს დაესხა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ოპერატორს ლევან კალანდიას. ის თვლის რომ მას აქციის მონაწილეები სცემდნენ. თავად მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ეს ალაბათ პროვოკატორები იყვენენ, ვინაიდან მათ სახეზე არავინ არ იცნობდა. ოპოზიციის ლიდერები, შევნიშნავთ, რომ ქადაგებენ ბრძოლას ძალადობის გარეშე.

მუშტიკრივის მოუხელთებელი ოსტატები არამარტო დედაქალაქში მოქმედებენ. "როსბალტი" გვატყობინებს "ალიანსი საქართველოსთვის" რეგიონალური შტაბის ხემძღვანელ ვანო ლომიძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე კახეთში. უცნობები მისი სიტყვებით, გადმოვიდნენ მანქანიდან სცემეს ის, ჩააგდეს ხრამში და მანქანა დაწვეს.

დღისით რუსთაველზე პარლამენტათან, პრეზიდენტის კანცელარიის წინ და საზოგადოებრივ ტელევიზიასთან შემთხვევებს პრაქტიკულად არ აქვს ადგილი. დღეს დილიდან მომიტინგეებმა, რომლებიც ვერ ეღირსნენ ზრუნვას ქალაქის ხელიდუფლებისგან, თავად დახვეტეს ქუჩები და თავად დააყენეს ტუალეტები. ცოცხები მათ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაურიგეს, როდესაც ვითომც და დალაგების დროს, ქალაქის "დამსუფთავებლებთან" ინციდენტი მოხდა და მომიტინგეთა პრეს-ცენტრში აპარატურის დამსხვრევით დასრულდა.

ვინ მოქმედებს ღამით თბილისში? უკანასკნელი ცემის ფაქტზე პარლამენტთან "ახალი მემარჯვენეები"-ის ლიდერმა დავით გამყრელიძემ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა და სინანული გამოხატა, რომ ილია მეორის მიერ გამოცხადებულ მონანიების დღესაც კი, მთავრობამ ძალადობას მიმართა.

კრებსი ადსტურებს ოპოზიციონერების ბრალდებებს შ.ს.ს-ს ყოფილი გენერალური ინსპექციის უფროსის შესახებ, რომლმაც უწყების შენობის აივნიდან მომიტინგეებს წყლიანი პაკეტი ესროლა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100