RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მონანიება. XXI საუკუნე

29.04.2009  |  17:02

5/6/0/2560.jpegქართველმა რეჟისორმა თნგიზ აბულაძემ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ტაძრისკენ გზა მიასწავლა ხმელეთის ერთი მეექვსედის მოსახლეობას, რომესაც მაშინ ამაყად ეძახდნენ სსრკ-ს. გზა სულიერებისკენ, მიუხედავად იმისა რომ ცვლილებების ეპოქამ მრავალი ადამიანი მიიყვანა ეკლესიაში, ძველებურად რთულია და წინააღმდეგობებით აღსავსე. თენგიზ აბულაძის თანამემამულეებს, ლეგენდარული ფილმის "მონანიების" გამოსვლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, ისევ სულიერებაში გამოცდის ჩაბარება ელით.

28 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ქვეყნის ყველა ტაძარსა და ეკლესიაში აღვლენილი იქნება მონანიების ლოცვა. როგორც საპატრიარქოს პრე-სამსახურში განმარტეს, საჭიროა მოინანიო :" საკუთარი საქციელი, არასწორი ცხოვრების წესი" და ეს გახლავთ ეკლესიის "მთავაი საიდუმლო". მონანიება -გზაა გადარჩენისკენ. ეკლესიის მამები მონანიებას "მეორე ნათლობას"უწოდებენ ან " ნათლობის განახლებას". თუ კი ამას თანამედროვე ენაზე ავხსნით, ეს - საკუთარი შეცდომების აღიარებაა, რაც მათ განმეორებას აგვაცილებს თავიდან. შეძლებენ კი ოპოზიცია და ხელისუფლება, სწორედ მათკენ იყო მიმართული ილია მეორის მოწოდება, საკუთარი შეცდომების აღიარებას?

ეკლესიაში ერთნიც მივლენ და მეორენიც. ახლანდელ დროში ასეა მიღებული. მაგრამ ანთებული სანთელი - ყოველთვის როდია გზა სულიერებისკენ, მიტევებისკენ და ურთიერთგაგებიკენ. ჯერ კიდევ 27 აპრილს გახდა აშკარა, რომ სიტყვა "მონანიება" ყოველმა პოლიტიკურმა ოპონენტმა თავისებურად აღიქვა და გაიგონა ის, რისი გაგონებაც უნდოდა...

მაგალითად პარტიის "საქართველოს გზა" ლიდერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა პატიება სთხოვა საზოგადოებას , რომ როდესაც ხელისუფლებაში იყო, მაშინ გარშემო ყველას არწმუნებდა, რომ ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა დემოკრატიული ძალა იდგა. სხვა ოპოზიციური პარტიის " მოძრაობა გაერთიანებული საქართველოსთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწოდება, მონანიების ლიცვებთან დაკავშირებით "არასწორად იქნა ინტერპრეტირებული". მისი სიტყვებით, პატრიარქს სულაც არ უგულისხმია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა იდგნენ ტაძარში ლოცვისას.

ოპოზიციონერები მიტინგის შემდეგ, 6 საათიან ლოცვაზე წავლენ პატლამენტის წინ მდებარე, ქაშვეთის ეკლესიაში. ხელისუფლების წაერმომადგენლები კი, ალბათ კათედრალურ ტაძარ სამებისკენ გაეშურებიან. განა ასეთი მნიშვნელოვანია, ვინ რომელ ტაძარში წავა?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100