RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: სიტუაცია კავკასიაში. ჰუმანიტარული ასპექტი

30.04.2009  |  18:02

5/7/4/2574.jpegსტრასბურგში 27 აპრილს გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ევროპელი პარლამენტარები განიხილავენ, იქნება სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში. თავდაპირველად ამ საკითხისთვის მთელი ოთხშაბათი დღის მიძღვნას აპირებდნენ, თუმცა საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დისკუსია სამ საათამდე შეემცირებინათ.

ბიუროს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ საერთაშორისო საკითხებში კონსტანტინ კოსაჩოვმა ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ევროსაბჭომ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოს მოცემული პრობლემის სწორედაც ჰუმანიტარულ და არა პოლიტიკურ ასპექტზე, ანუ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთოების განხილვაზე და თავად კონფლიქტზე",- ციტირებას ახდენს იტარ-ტასი. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის აზრით, „პროცესი წინ სწორი მიმართულებით მიიწევს". ამ სესიაზე სამხრეთ კავკასიური პრობლემების პოლიტიკური შეფასების საკითხი საერთო დისკუსიის რეჟიმში იქნება განხილული. „ჩვენი აზრით, ასეთი მიდგომა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციის შეცვლის მაუწყებელია ზამთრის სესიასთან შედარებით, როდესაც მოცემულ საკითხზე მომზადებულ რეზოლუციაში უკანასკნელ მომენტში რიგი რადუკალური ცვლილებები იქნა შეტანილი, რომლებმაც თავად რეზოლუციის არსი შეცვალა",- აღნიშნა კოსაჩოვმა. ამასთანავე ის არ გამორიცხავს, რომ დისკუსია იქნება უხეში და რუსეთის პოზიციის დაცვისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

აღვნიშნავთ, რომ ახალ რეზოლუციას „რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომის შედეგების შესახებ" საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს მიგრაციის,ლტოლვილების და ხალხის დასახლების საკითხებში კომისიის ხელმძღვანელის კორიენ იონკერის მოხსენების შემდეგ. ამასთანავე განხილვისას საუბარი იქნება, როგორც კონსტანტინ კოსაჩოვმა თქვა, ჰუმანიტარულ და არა პოლიტიკურ შედეგებზე.

„ახლა მთავარია კონფლიქტის ზონაში მყოფი ხალხის დახმარება და მათი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ თემაზე ჰუმანიტარულ დისკუსიას, ვეხმარებით მომხსენებლებს უშუალოდ ადგილებზე და, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მივალთ ურთიერთმისაღებ ფორმულირებებამდე, თუმცა ახლა ჩვენ ასეთი ფორმულირებების გამომუშავების ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ".

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „ახალი ფორმულირებების" შესახებ ცნობილი გახდა აპრილის დასაწყისში, როდესაც ასამბლეის გასვლით სხდომაზე რუსულ და ქართულ მხარეებთან შეთანხმების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მიწვევის შესახებ. „ისინი პირველ რიგში შეძლებენ თავიანთი აზრის გამოთქმას 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე. ეს რუსული დელეგაციის დიდი მიღწევაა",- განაცხადა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკოვმა.

ცხინვალისა და სოხუმისთვის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კორიენ იონკერის აპრილის მოხსენება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100