RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოსკოვი, როგორც ცხინვალისა და სოხუმის უსაფრთხოების გარანტი

30.04.2009  |  18:06

5/7/5/2575.jpeg30 აპრილს რუსეთს, აფხზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, საქართველოსთან საზღვრების ერთობლივი დაცვის შეთანხმებას მოეწერება ხელი. სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი მოსკოვში უკვე გაფრინდნენ.

„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და რუსეთთან თანამშრომლობის გამყარებისაკენ. რუსეთი ფაქტიურად მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიაა რეგიონში. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არამხოლოდ აფხაზეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფას, არამედ მთლიანობაში გააღრმავებს რუსეთთან თანამშრომლობას" - მოჰყავს „რასბალტს" აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ციტატა.

შეგახსენებთ, რომ საზღვრის ერთობლივი დაცვისა და პატრულირების შეთანხმება შემუშავებულია მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმების ჩარჩოებში, რომელსაც რუსეთმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა გასულ წელს მოაწერეს ხელი.

„მოსკოვში ხელი მოეწერება რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის ჭრილში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც ძალზედ აქტუალურია. ჩევნ გვაქვს ურთიერთობის ძალიან სამწუხარო გამოცდილება საქართველოსთან, რომელიც რევანშისტული მიზნების მისაღწევად, ხერხებს არ არჩევს. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და რეგიონში საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილება და შვინარჩუნოთ სტაბილურობის. ამ მხრივ ჩევნ მივაღწიეთ რუსეთის ფედერაციასთან აბსოლიტურ ურთიერთგაგებას საერთო ამოცანებსა და მიზნებზე" - აღნიშნა გამგზავრების წინ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესთან" ინტერვიუში აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა.

უკვე ცნობილია, რომ რუსი მესაზღვრეები, თავის აფხაზ კოლეგებს გალის რაიონში დაეხმარებიან. „საქართველოში არეულობები იწყება და ამან რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გადაინაცვლოს, ჩვენ იძულებულნი ვართ საზღვარი გავამაგროთ" აღნიშნა ბაღაფშმა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე დამატებითი ძალები ჩავლენ მანამდე ვიდრე ნატოს (Cooperative Longbow 09/Cooperative Lancer 09) სწავლებები დაიწყება. სწავლება საქართველოს პოლიგონ „ვაზიანზე" ჩატარდება. რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა საკუთარი ნეგატიური მოსაზრება ახალგაზრდა რესპუბლიკებთან ახლოს, ალიანსის მიერ საომარი მანევრების ჩატარებასტან დაკავშირებით, თანაც საქართველოსთვის ასეთ რთულ დროს. თუმცა ბლოკი აბსურდულად იმართლების თავს, სწავლების დიდი ხნით ადრე „დაგეგმვით" და მაინც განაგრძობს მანევების იდეის ლობირებას.

„სამი კვირით ადრე, ვიდრე საქართველოს სამხრეთ ოსეთში შეიჭრა, ნატო ოსეთში ასეთივე სწავლებას ატარებდა და მაშინ ყველა საერთაშორისო ემისარი გვარწმუნებდა, რომ ეს სწავლება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის სრულიად უსაფრთხო იყო. რაც შემდეგ მოხდა, ამის შესახებ ახლა მთელმა მსოფლიომ იცის" - იგონებს სერგეი ბაღაფში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100