RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უცოდველი წინააღმდეგობა

04.05.2009  |  10:22

5/7/9/2579.jpeg28 აპრილს ქართველი პოლიტიკოსები ილია მეორის მოწოდებით, ტაძარში მივიდნენ მონანიებისათვის. მონანიების ლოცვის აღვლენის შემდეგ, ოპოზიციონერებ თავად კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა. მართალია, დღეს უკვე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ისე ახლოა დიალოგთან, როგორც არასდროს, მაგრამ საპრორესტო მიტინგები მაინც გრძელდება.

ცოდვებს ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა ეკლესიებში ინანიებდნენ. სააკაშვილი - წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ნაციონალური- მონანიების ლოცვის აღვლენის შემდეგ, რომელიც ილია მეორემ თავად დაწერა, ის სიტყვით გამოვიდა. " მე, როგორც ერთერთი თქვენთაგანი, როგორც ერთერთი მოკვდავი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებული ვარ პატრიარქის სიტყვები გავიმეორო, რომლებიც მან საკუთარ თავზე თქვა: ცოდვილთაგან მე ვარ ყველაზე ცოდვილი, - სააკაშვილის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია,- მე მხოლოდ ერთი რამ მინდა, რომ ყველა ჩვენ გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან, ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება საქართველოში იყოს". სააკაშვილის თქმით გადაუწყვეტელი საკითხი არ არსებობს, რომლების მოგვარებაც შეუძლებელი იქნებოდა ოპოზიციასთან ერთად:"ჩვენ არასოდეს არ ავიღებთ იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ყველა საკითხს გადავწყვეტთ საუბრისას, სიძულვილისა და აგრესიის გარეშე, მეორე მხარის აზრის გათვალისწინებით".

ოპოზიციის ლიდერები ქაშვეთის და სიონის ეკლესიებში მივიდნენ მონანიების ლოცვისათვის. წმონდა სამების საკთედრო ტაძარში სადაც მიხეილ ნიკოლოზის ძე ინანიებდა ცოდვებს, პარტია "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი იარაკლი ალასანია მივიდა. " მე ვაპირებდი აქ მოსვლას. დღეს ხომ მიტევების დღეა,- განუცხადა მან ჟურნალისტებს, - როდესაც პატრიარქმა მოგვიწოდა ერთად დადგომა, ეს ქვეყნის და ხალხის კონსოლიდციისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღეს ჩვენ ყველამ უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვილოცოთ მიტევების დღეს". ალასანიამ ასევე თქვა, რომ :" ოპოზიცია მზად არის შხევედრისთვის, დიალოგისთვის და ასევე ველოებით ხელისუფლების შეხედულებებს, მათ როგორ ესახებათ გამოსავალი კრიზისიდან". მონანიების ლოცვის შმედეგ ყოფილმა თანამებრძოლებმა და ახლა კი მოწინააღმდეგეებმა,- მიხეილ სააკაშვილმა და ირაკლი ალასანიამ - დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი.

ექვს საათიანი ლოცვის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებს თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეხვდა. შეხზვედრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან იმ აზრს, თუ კი ილია მეორე აიღებს შუამავლის როლს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. " დღევანდელი შეხვედრის თემა თავად პატრიარქმა განსაზღვრა. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ილია მეორის რეკომენდაციებს და თუ კი, პატრიარქი საკუთარ თავზე აიღებს შუამავლის როლს, ჩვენ მზად ვართ დილაოგისთვის",- ქართული მასედია აქვეყნებს ოპოზიციონერთა ციტატას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100