RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული სასამართლო

04.05.2009  |  10:26

5/8/0/2580.jpegთბილისის სამართლომ უარი განაცხადა განეხილა გერმანიაში ემიგრირებული ქიბარ ხალვაშის სარჩელი, "ექსპროპრირებული" ქონების ზიანის ანაზღაურებაზე. დღეს ბიზნესმენის ადვოკატმა იგივე სარჩელით სტრასბურგს მიმართა. აპრილის დასაწყისში, ქართულმა სასამართლომ ხელისუფლებას აუქციონის წესით გაყიდა კომპანია „არტ ჯგუფი", რომელიც ადრე ხალვაშს ეკუთვნოდა.

სტრასბურგის სასამართლომ 28 აპრილს წარმოებაში მიიღო ქიბარ ხალვაშის სარჩელი მოთხოვნით, საქართველოს ხელისუფელბამ თავი შეიკავოს აუქციონის ჩატარებაზე, სადაც ხალვაშის დაპატიმრებული ქონება გაიყიდება. ამის თაობაზე მილიონერის ადვოკატმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა. მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გერმანიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

საქართველოს პროკურატურა ქიბარ ხალვაშს მნიშვნელოვან ფიგურად თვლის ზოგიერთი იმ დანაშაულის ეპიზოდებში, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აქვს წაყენებული. ორივე მათგანი იძებნება.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხალვაშის სარჩელს აცილება მისცა, როგორც „დაუშვებელს მოსამართლეებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ". „ჩვენ ველოდით სასამართლოსაგან ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ აუცილებლად გავაპროტესტებთ" - განაცხადა მაშინ გაბუნიამ, რომლის სიტყვებსაც სააგენტო „პირველზე" დაყრდნობით რადიო "კომერსანტი" ავრცელებს.

სახელმწიფო აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზარალს 100 მილიონი დოლარის ოდენობით. მან სარჩელი შეიტანა იმ მოსამართლეთა და სახელმწიფო ჩინოვნიკთა წინააღმდეგ, რომლებმაც თავის დროზე გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომელმაც ხალვაშის კომპანიებს ზარალი მიაყენა. კომპანია „არტ ჯგუფის" ქონების დიდი ნაწილი ცეცხლში დაიწვა. მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკი ოქრუაშვილმა სამთავრობო გუნდი დატოვა მის მეგობარ ბიზნესმენს ქიბარ ხალვაშს ჩამოერთვა მისი კუთვნილი ტელეკომპანია „რუსთავი2" და წილი კომპანის „მზე"-ში. თავად ბიზნესმენი დევნის გამო, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 აპრილს დააკმაყოფილა ფინანსთა მინისტრის სარჩელი „არტ ჯგუფის" ქონების აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით.

ქიბარ ხალვაშის ქონებაზე დავის ირგვლივ 28 აპრილს გავლენის მოხდენა სცადა საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა იუწყება Civil.ge. სუბარმა მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას დაებრუნებინათ ბიზნესმენისათვის მისი კუთვნილი ქონება და არ დაეშვათ აუქციონის წესით მისი კომპანიების გაყიდვა. ამავდროულად სუბარმა ბიზნესმენებს სთხოვათ, თავი შეეკავებინათ იმ ქონების ყიდვისაგან, რომელიც ხელისუფლების მხრიდან „უკანონო" კონფისკაციას დაექვემდებარა. ომბუცმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ხელისუფლებამ დალუქა კომპანიები „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანია", "არტ ჯგუფი" და „პრიზა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100