RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მინსკმა ევროკავშირს პასიური დმკვირვებელის როლი მიანიჭა

04.05.2009  |  10:29

5/8/1/2581.jpegბელორუსიის ხელისუფლებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიებლობის აღიარების საკითხიზე პარლამენტის დეპუტატების ერთიანობის იმედი აქვს. ამის თაობაზე 28 აპრილს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„დღეს დეპუტატების მიერ განიხილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. ჩვენ არ გვაქვს სრული ერთიანობა დეპუტეტთა შორის. ამჟამად ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაყოფიერად მუშაობს კორპუსის დეპუტატებთან, რომ ერთიანობა იყოს".

შეგახსენებთ, რომ ბელორუსიის პარლამენტს აქამდე არ შეუტანია დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა, თუმცა ბელორუსია ერთადერთი ქვეყანა იყო დსთ-ს სივრცეში, რომელმაც გასული წლის აგვისტოში რუსეთისადმი მხრდაჭერა გამოხატა. როგორც „ „Xpressa.ru" იუწყება სექტემბერში ოფიციალური მინსკი პარლამენტის მიერ ახალგაზრდა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა, მაგრამ ძვრები არ მომხდარა. ზამთარში ალესქნდრე ლუკაშენკომ „ფრანს-პრესთან" ინტერვიუში დადებითად და საკმაოდ კონკრეტულად გამოხარტა საკუთარი აზრი, აფხაზეთისა და ოსეთის სუვერენიტეტისაკენ მისწრაფებაზე, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა ისევ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დააკისრა.

„ჩვენ ამ გზის გავლა ისე გვინდოდა, როგორც რუსებმა გაიარეს. დიახ, პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი უნდა მოაწეროს, თუ ეს აღიარებაა, მაგრამ მე მინდა, რომ ამ თემამ საზოგადოებაში გაიჟღეროს, რომ ჩვენმა პარლაემნტმა განიხილოს. მაშინ პრეზიდენტიც მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ სამხრეთ ოსეთთან და განსაკუთრებით აფხაზეთთან, დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაქვს" - ამბობს ლუკაშენკო.

ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ წრეებში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ აქტუალური თემა საკუთარ ასახვას ჰპოვებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, მაგრამ საქმე ჯერვ კიდევ არ დაძრულა. ამის მიუხედავად ალექსანდრე ლუკაშენკოს ბოლო განცხადება გიბიძგებს აზრისაკენ, რომ პრეზიდენტი პარლამენტს სამხრეთკავკასიური რესპუბლიკების აღიარების რეკომენდაციას აძლევს .

ამავდროულად ლუკაშენკომ ევროკავშირისაგან მიიღო მოწვევა პროგრამა „აღმოსავლური პარტნიორობისადმი" მიძღვნილ მაისის სამიტზე. როგორც Lenta.ru იუწყება მას მოწვევა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა გადასცა. სწორედ იმ შვარცენბერგმა, რომელიც თებერვალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემთხვევაში, მინსკს „სერიოზულ პრობლემებს" დაჰპირდა. პრეზიდენტმა მაშინ ევროპას ღირსეულად უპასუხა, რომ არავის მისცემს უფლებას ბელორუია ქამანდზე ჰყავდეს გამობმული. მალე ევროსაბჭომ ზედმეტი „რჩევების" გარეშე მინსკი „პარტნიორობაში" ჩართო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100