RSS
на русском en in english
18.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩონგურის ქვეშ ამღერდა

04.05.2009  |  15:28

როგორც ჩანს, საქმე ისაა, რომ ევროსაბჭოს სამხრეთ კავკასიაში პირველი ვიოლინოს როლის თამაში უნდა და არავის ევროპაში არ აღელვებს ის ფაქტი, რომ რთულ სიტუაციაში სწორედ ახალგაზრდა რესპუბლიკებმა თხოვეს რუსეთს დახმარება. იქ არავის აღელვებს ისიც, რომ საქართველო თავის სამხედრო პოტენციალს ათავსებს რესპუბლიკის მოსაზღვრე რეგიონებში. იორშმა თავის გამოსვლაში ამის შესახებ მხოლოდ გაკვრით აღნიშნა.

დისკუსიის საერთო ტონი ოდნავ შეარბილა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილებისა და დასახლების კომისიის თავმჯდომარემ კორიენ იონკერმა. თავის მოხსენებაში ჰოლანდიელმა პარლამენტარმა აღნიშნა: „უნდა აღინიშნოს რუსეთის მიერ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება",- განაცხადა მან. იონკერის თქმით, ახლა სამხრეთ კავკასიისთვის მთავარია განვითარება და ომის დროს დანგრეული სახლების აღდგენა. „პრიორიტეტული საკითხების სიაში რჩება ასევე გაზით, ელექტროენერგიით და წყლით უწყვეტი მომარაგება". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის სახით იონკერი რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას მიესალმა. „ეს დაეხმარება შენობებისა და ინფრასტრუქტურის გარემონტებას, ასევე ახალი გაზსადენების აშენებას ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალამდე",- აღნიშნა იონკერმა.

კორიენ იონკერის მოხსენების ობიექტურობაზე იმედები გამართლდა. თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. მას შემდეგ რაც მან მადლობა გადაუხადა რუსეთს ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტისთვის, იონკერმა სოლიდარობა გამოუცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვა მომხსენებლებს და რეგონში ეუთოსა და გაეროს მისიების ყოფნის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა რუსეთს. უფრო მეტიც, მან მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ურჩია „ძალისხმევის გაორმაგება სამხრეთ ოსეთში ყოფნის თაობაზე, რათა ადგილობრივი მოსახლეობის უნდობლობა იქნას დაძლეული და ყველა მხარესთან დიალოგის შესაძლებლობები გაფართოვდეს".

საინტერესოა, როგორ უნდა ენდონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები საერთაშორისო ორგანიზაციებს სტრასბურგში გამართული ასეთი დებატების მერე? თუ, ევროპის ლოგიკით, მათ არაფერი იციან ევრიპის მიერ მათი დამოუკიდებლობის უღიარებლობის შესახებ?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, მიუხედავად მანამდე გაკეთებული დადებითი პროგნოზებისა და კორიენ იონკერის სიტყვებისა, მოგვაგონა ასამბლეის მოსკოვზე ზეწოლის წინა მცდელობები.იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასამბლეამ ძველი სიმღერა გააგრძელა ჩონგურის ქვეშ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტონი მხოლოდ აშორებს მას სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტისგან. როგორც ლეონიდ სლუცკიმ თქვა: „რუსეთი არასოდეს დაიხევს უკან და არ იტყვის უარს რესპუბლიკების ცნობაზე. 2008 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი მხეცური აგრესიით საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ამ ერების საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას. რუსეთის ფედერაციამ კი მხარი დაუჭირა ადამიანის უმთავრეს უფლებას - სიცოცხლის უფლებას".

 

არჩილ ქორიძე

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100