RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩონგურის ქვეშ ამღერდა

04.05.2009  |  15:28

2586.jpeg29 აპრილს სტრასბურგში გამართულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ცხელი დიალოგი გაჩაღდა. ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს აზრი, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის პოზიცია მიუღებელია. რუსულმა მხარემაც, თავის მხრივ, კავკასიური საკითხის განხილვაში მკაცრი პოზიცია დაიჭირა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტი ლიუკ ვან დენ ბრანდე გამოვიდა დასკვნით, სადაც ამბობდა, რომ ასამბლეის მოთხოვნების უმეტესობა, რომლებიც შეტანილი იყო „რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომის შედეგების" მეორე რეზოლუციაში, რუსულ მხარეს არ შეუსრულებია. როგორც ჩანს, რუსეთისგან მოელოდნენ, რომ ის უარს იტყოდა „თვითგამოცხადებული რეგიონების" დამოუკიდებლობის ცნობაზე.

„ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთის სამხედრო დასწრებას რეგიონში და მოვუწოდებთ მას, რომ შეწყვიტოს შემდგომი მილიტარიზაცია და უარი თქვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეზღუდვებზე",- აღნიშნა ვან დენ ბრანდემ.

არანაკლებ კატეგორიული იყო მისი კოლეგა მათიას იორში. „სამხრეთ კავკასიაში დარეგულირებისას პროგრესს კი არა, სიტუაციის გაუარესებას აქვს ადგილი. რუსეთმა არ შეცვალა თავისი პოზიცია, ის ინარჩუნებს კონტიგენტს რეგიონში და ორივე მხრიდან სამხედრო მზადყოფნაა."

ევოსაბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის საკმაოდ უხეში და ზოგჯერ გამოწვევი ტონი რუსეთის წარმომადგენლებმა უემოციოდ მიიღეს. ფსევდოარგუმენტების ქარცეცხლის შემდეგ რუსმა დეპუტატებმა ასამბლეის უპირატესობა ცნეს და მოსკოვის პოზიციაც გაახმოვანეს. „რუსეთი მხარში უდგას სამხრეთ ოსეთს და იცავს მას საქართველოს მორიგი შეჭრისგან. ეს კი პირველ რიგში ოსების თხოვნის საფუძველზე ხდება,- აცხადებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლეონიდ სლუცკი.- რუსეთის მხარემ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების" ყველა პუნქტი შეასრულა და ცდილობს რეგიონში სიტუაციის დარეგულირების გზების პოვნას. მაგრამ ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სუვერენულ სახელმწიფოებად აღვიქვამთ. აქ უკან დასახევი გზა არ არის". სლუცკის თქმით, ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგვისტოს კონფლიქტში დამნაშავეებს კი არ უნდა ეძებდეს, არამედ უნდა წყვეტდეს სამხრეთ კავკასიის პრობლემების ასპექტებს. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ დავეხმაროთ ხალხს. სწორედ ეს არის ევროსაბჭოს მთავარი ფუნქცია",- განაცხადა მან.

სლუცკის არგუმენტირებული გამოსვლა იყო ღირსეული პასუხი ასამბლეისთვის, რომელმაც, ევროსაბჭოს ინტერესების წინ წამოწევისას სამხრეთ კავკასიაში, თვალი დახუჭა სააკაშვილის რეჟიმის მიერ აგვისტოში ჩადენილ დანაშაულზე. ნებით თუ უნებლიეთ ვან დენ ბრანდემ გახსნა ევროსაბჭოს ბანქო, როგორი კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა ყოფილიყო ის შენიღბული: „ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთის რეგიონში ყოფნას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100