RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საზღვრები კავკასიაში: დასავლეთი ”კომსოლიდირებულად” აღშფოთებულია

05.05.2009  |  14:53

2599.jpegერთობლოივი ძალებით საზღვერების დაცვის შეთანხმების ხელმოწერამ რუსეთ- აფხაზეთსა და რუსეთ- სამხრეთ ოსეთს შორის, არა მარტო საქართველოს აღშფოთება გამოიწვია, არამედ ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებისაც. თუმცა ასეთმა ფართო რეზონანსმა, არ გააოცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

30 აპრილს განხორციელდა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დიდ ხანს ელოდნენ. რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ნახევარ წელიწადში, ახალგაზრდა რესპუბლიკებმა მიიღეს მხარდაჭერა საკუთარი საზღვრების დასაცავად. ეს მოვლენაა აღსანიშნავიცაა და მნიშვნელოვანიც. თითქმის ყოველ დღე, ისმოდა სროლის ხმა სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე, საინფორმაციო სააგენტოები კი, მორიგი ინციდენტების შესახებ აკეთებდნენ შეტყობინებებს. არც აფხაზეთის საზღვარზე არ იყო იდეალური მდგომარეობა. ამიტომაც, მშვიდობიანი ცხოვრების მისწრაფებაში, სწორედ მოსკოვის მხარდაჭერაზე ამყარებდნენ იმედებს ცხინვალი და სოხუმი. თუმცა რიგი დასავლური ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული კომენტარები, გვაეჭვებს ჭეშმარიტად არიან თუ არა ისინი დაინტერესებულნი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობითა და სტაბილურობით.

"ეს არ ემსახურება რეგიონში ხანგრძლივად მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარებას",- მოჰყავს "ინტერფაქსს" ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ციტატა.- ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და მის კოლეგებს შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ხელომწერილი მოლაპარაკებები, არღვევენ მშვიდობიან ხელშეკრულებას, რომლის მისაღწევადაც ევრო კავშირი იღწვოდა".

"ცივი ომის" სტილში წარმოთქმული ნატოელის განცხადება, გვაოცებს ფაქტების საკუთარი თავის სასარგებლოდ აღქმითა და რეალიების დამახინჯებით: "მედვედევ-სარკოზის გეგმა" ევროკავშირის ინიციატივად გადაიქცა, ხოლო მშვიდობიანი შეთანხმების ერთერთ ავტორს - რუსეთის სახელმწფოს თავკაცს - ცდილობენ შეახსენონ, მის მიერვე ნაკარნახები პირობები. არა ნაკლებ შეუსაბამოდ ჟღერს, სხვა დასავლელი ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიანთი ლიდერების ამასწინანდელ შეხვედრაზე, უკვე აღნიშნეს საკუთარი მიდგომები, სამხრეთ კავკასიის სიტუაციათან დაკავშირებით. ყოველი მხარე, საკუთარ აზრზე დარჩა. ამიტომაც მოსკოვის ქმედება არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100