RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიტიკური დავები უბრალო ხალხს აზარალებს

05.05.2009  |  14:55

2600.jpegერევანში ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია. მონაწილეებმა განიხილეს თანამემამულეების აქტუალური პრობლემები და რუსული ენის სტატუსი სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკებში.

ერევანის ფორუმი იყო უკვე მესამე შეხვედრა რუსი თანამემამულეებისა, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ. მასში მონაწილეობდნენ დელეგაციები აფხაზეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, სამხრეთ ოსეთიდან, ასევე ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კონფერენციის ასეთი ფართო მასშტაბი სულაც არ არის შემთხვევითი - რუსულად მოსაუბრეებს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ სამხრეთ კავკასიაში. ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლის ირინა სვარჩუკის თქმით, საქართველოში სისტემატიურად მიმდინარე ანტირუსული პროპაგანდა „სულაც არ აპირებს შერბილებას". „უფრო მეტიც, როგორც ოფიციალური, ისე ოპოზიციონერი ელექტრონული მასმედიები ფაქტიურად ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო კარგად დახატავს რუსეთის სახით მტრის ხატს. ისინი სრულიად გააზრებულად ამახინჯებენ ისტორიას, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს ახასიათებენ როგორც პერმანენტულად მოქიშპეს და აცხადებენ რომ ეს ომი უკვე საუკუნეებია გრძელდება. ეს ყველაფერი მახსენებს პროპაგანდის პრინციპს - რაც უფრო თავხედურია ტყუილი, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ მას დაიჯერებენ".

მისი სიტყვები დასტურდება თებერვალში საქართველოში გამართული ერთდღიანი ბოიკოტით, რომელიც რუსულ ენას გამოუცხადეს. „ჩვენ დღემდე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით რუსეთის მხრიდან,- აცხადებდა ბოიკოტის ერთ-ერთი ინიციატორი ინტერნეტ ფორუმის „რე-აქცია" დამფუძნებელი გიგა ნასარიძე.- მან გასულ წელს თავისი აგრესიულობა გამოავლინა. ჩვენ თანდათანობით უნდა გავთავისუფლდეთ მისგან." „ჩვენ ვთვლით, რომ ერთ დღეს წელიწადში - 25 თებერვალს, ჩვენი ქვეყნის ძალისმიერი გასაბჭოების დღეს, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ რუსულენოვანი პროდუქციის დემონსტრაციისგან". შეგახსენებთ, რომ ეს მოწოდება მაშინვე აიტაცეს ქართულმა ტელეკომპანიებმა და რადიოსადგურებმა.

ირინა სვარჩუკის მონაცემებით, რუსი ხალხის მდგომარეობა საქართველოში ძირეულად განსხვავდება აზერბაიჯანში და სომხეთში მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობისგან, თანაც არა უკეთესობის მხრივ. „მიმდინარეობს რუსული ენისა და რუსული კულტურის მიზანმიმართული შევიწროება". „ტოლერანტულობის ეროვნულ კონცეფციაში", რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული მოქალაქეობრივი ინტეგრაციის საბჭოს მიერ არის შემუშავებული, სკოლებში რუსულ ენას მინიმალური ყურადღება ეთმობა. ხოლო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის მიძღვნილ დოკუმენტური ფილმების ციკლში, რუსულებისთვის საერთოდ არ გამოინახა ადგილი.

მართლაც, საგანმანათლებლო სფეროში ყველაფერი რიგზე არ არის. საკმარისია გავიხსენოთ გასული კვირა, რომელიც მიეძღვნა 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს „ოკუპაციას". ამის ინიციატორი იყო, ბუნებრივია, არა ინტერნეტ-ფორუმი, არამედ განათლების მინისტრი ნიკა გვარამია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100