მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
სამხედროთა ბუნტი თბილისთან ახლოს თუ შ.ს.ს-ს მორიგი ინსცენირება?
05.05.2009 | 23:55მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განლაგებულმა, სატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბუნტი ატეხეს. ამის შესახებ 5 მაისს განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ. საქართველოს შ.ს.ს-მ კი, ამ დროისათვის ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელიც ადასტურებს თითქოს და ბუნტის ორგანიზებაში რუსეთის გარკვეული ძალების მონაწილეობას.
უკანასკნელი მონაცემებით სამხედრო პოლიციამ ალყა შემოარტყა მუხროვანის სამხედრო ბაზას, გვატყობინებს რია ნოვოსტი, საქართველოს შ.ს.ს-ს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. "ადგილზე საქართველოს შ.ს.ს-ს წარმომადგენლები არ არიან, პერიმეტრს სამხედრო პოლიცია აკონტროლებს",- განაცხადა ხიზანიშვილმა. სამხედრო ბაზა თბილისიდან 30 კილომეტრშია განლაგებული. შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს არ უშვებენ, ისინი ბაზიდან რამდენიმე კილომეტრის დაცილებით იმყოფებიან.
რა არის პრობლემის არსი? "რუსთავი-2"-ის ეთერში გაჟღერებული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის ტელეშეტყობინების თანახმად, სატანკო ბატალიონი აბუნტდა. თუმცა, სამხედრო შეთქმულების გახსნის შესახებ შ.ს,ს-ს განცხადებამდე ერთი საათით ადრე, ამ ბატალიონის მეთაურმა მამუკა გორგიშვილმა განცხადება გააკეთა, რომ სამხედროები არ ჩაერევიან ქვეყანაში შექმნილ გამწვავებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, გვატყობინებს "ინტერფაქსი". გორგიშვილის სიტყვებით, "შეუძლებელია მშვიდად უყურო ქვეყნის ნგრევის პროცესს, განვითარებულ წინააღმდეგობას, მაგრამ ჩვენი სატანკო ნაწილის მხრიდან, არანაირი აგრესიული ქმედება არ მოხდება. ჩვენ ყაზარმულ მდგომარეობაში ვართ და აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ". ეს სიტყვები აფსულუტურად ეწინააღმდეგება ბრალდებებს, რომლებიც ერთ საათში უწყვეტ ნაკადად წამოვიდა მუხროვანის სატანკო ბატალიონის სამხედროების წინააღმდეგ. საქართველოს შ.ს,ს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში შეატყობინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა სამხედრო მოსამსახურეთა, უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებული შეთქმულება.
"საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში მზადდებოდა სამხედრო ბუნტი. ჩვენი ინფორმაციით, მისი ორგანიზატორები არიან მაღალჩინოსანი სამხედროები. როგორც ჩანს ეს გეგმა ორგანიზებული იყო რუსეთიდან და მიზნად ისახავდა ნატოს სამხედრო სწავლებების ჩაშლას საქართველოში".- თქვა მან. შ.ს.ს-მ ასევე გააკეთა შეტყობინება, რომ დაკავებულია გია ღვალაძე, რომელიც 90-იან წლებში სპც-რაზმ "ალტა"-ს ხელმძღვანელობდა. ძებნაშია გამოცხადებული კობა ოთარაძე, რომელსაც ადრე ჰქონდა შეხება არეულობებთან მუხროვანის ნაწილში. გამოძიება ასევე განიხილავს კიდევ ორი ადამიანის მონაწილეობას, ბიუნტის ორგანიზებაში. პოლიციელი ჩინოვნიკების აზრით, სამხედროთა შორის მღელვარების მიზანი, როგორც მინიმუმ, საქართველოში დაგეგმილი ნატოს მრავალნაციონალური სწავლებების ჩაშლა იყო, მაქსიმუმი კი,- სამხედრო გადატრიალების მოწყობა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info