RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრძოლა ეთერისთვის

06.05.2009  |  09:28

2611.jpegძალაუფლებისთვის ბრძოლაში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ეთერზე ზეგავლენის მოხდენაში ეჯიბრებიან. მიტინგები და საპროტესტო აქციები მხოლოდ პარლამენტთან არ ტარდება, არამედ საზოგადოებრივ ტელევიზიასთანაც. ცნობილი აფორიზმი ახლა დაახლოებით ასე ჟღერს: ვისაც ძალაუფლება აქვს, ის უკვეთავს ინფორმაციას. საერთაშორისო ორგანიზაციამაც კი Freedom House მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოში მასმედია მხოლოდ ნაწილობრივ არის თავისუფალი.

პოლიტიკური წინააღმდეგობის ერთ-ერთი ეპიცენტრი საქართველოში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა. აქ, ისევე როგორც პარლამენტთან, კარვების ქალაქი არის გაშლილი. ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასმედია არაობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე აქციებს. ამასთანავე ოპოზიცია ტელეარხის „იმედი" დაბრუნებას ითხოვს მისი კანონიერი მფლობელისთვის - გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის. ამ უკანასკნელის დამ მზია თორთლაძემ საპროტესტო მიტინგზე გამოსვლისას ხალხს მადლობა გადაუხადა პრინციპულობისთვის და განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი" დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს.

ამასთანავე მაისში ახალი ინციდენტები მოხდა ტელევიზიასთან დაკავშირებით. ქართული ტელეარხის „ივერია" ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე მსოფლიო მასმედიას მიმართავს დახმარებისთვის. საქართველოში არ არსებობს სიტყვის თვაისუფლება, საუბარია მიმართვაში, საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც საქართველოში არსებობს ამ განხრით, არ მუშაობენ ეფექტურად. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის" სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილება. კომისიაში არ აკონკრეტებენ ამის მიზეზს, აღნიშნავს რადიო „კომერსანტი".

ამ და სხვა მრავალმა საეჭვო ისტორიამ, რაც ქართულ მასმედიაში ხდება, უბიძგა დასავლელ სამართალდამცავებს, რომლებიც თავად საქართველოსადმი სიმპათიას არ ფარავენ, ამ ქვეყანაში მასმედიის მდგომარეობისთვის საკმაოდ კრიტიკული შეფასების მიცემისკენ. საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის Freedom House მოხსენების მიხედვით, ინფორმაციის საშუალებები საქართველოში „ნაწილობრივ თავისუფალია", მაგრამ იმყოფებიან „არათავისუფლების" ზღვარზე. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მეზობლებისგან ის განასხვავებს, რომ აქ საერთაშორისო მასმედია შეზღუდული არ არის. „საქართველოში არსებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ის მაინც რჩება სახელმწიფოდ, რომელიც თავს ამ სფეროში უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ბალტიისპირეთის გამოკლებით",- აცხადებს Freedom House-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კრისტოფერ უოკერი.

Freedom House-ის მოხსენება მომზადდა 2008 წლის მონაცემების მიხედვით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100