RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაერო: ტესტი ობიექტურობაზე

06.05.2009  |  09:30

2612.jpegაფხაზეთის მონაწილეობა ჟენევის მორიგ მოლაპარაკებებში, რომელიც 18- 19 მაისს ჩატარდება, დამოკიდებული იქნება, რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებული, გაეროს მოხსენების არსზე. ამის შესახებ განცხადება, პიერ მორელთან, იოჰან ვერბეკთან და ხალამპოს ხრისტოპულოსთან შეხვედრებისა და გარკვეული დისკუსიის შემდეგ, გააკეთა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შმაბამ.

თუ კი გაერო გაითვალისწინებს შეცვლილ სიტუაციას და მიუახლოვდება რეალობის აღქმას, მაშინ ჩვენი მიონაწილეობა ჟენევის დისკუსიებში გაგრძელდება,- სერგეი შამბას ციტირებას ახდენს რია ნოვოსტი.- გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებეაში გამოხმაურება უნდა ჰპოვოს აფხაზეთის მხარის წინადადებებმა, პლიუს - აფხაზეთი არ უნდა აღიქმებოდეს საქართველოს ნაწილად, ხოლო გაეროს მისიას არ უნდა ეწოდებოდეს "გაეროს სამეთვალყურეო მისია საქართველოში".

პან გი მუნი მოხსენებას 15 მაისს გააკეთებს და ეს უნდა გახდეს საწყისი წერტილი გაეროს მანდატის გადამუშავებისათვის სამხრეთ კავკასიაში სამუშაოდ. როგორც ცნობილია, 15 თებერვალს სოხუმი დათანხმდა გაეროს მანდატის ტექნიკურ გაგრძელებას 15 მაისამდე, ვინაიდან გაეროს წარმომადგენლებმა დადეს პირობა ჩაეტარებინათ აუცილებელი სამუშაოები მანდატის ახალი ვერსიის დასამუშავებლად, რომელიც გაითავლისწინებდა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ, ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ასევე ცვლილებებს მისიის დასახელებასთან დაკავშირებით. "ვითვალისწინებთ რა, ახალი მანდატის შექმნის პერსპექტივებს,ჩვენი სურვილებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც დამყარებული იქნება ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებზე, აფხაზეთი თანხმობას აცხადებს გაეროს მისიის გაგრძელებაზე, უსაფრთხოების საბჭოს შეთანხმებული პროექტის რეზოლუციის მიხედვით".- განაცხადა მაშინ სერგეი შამბამ. თავის მხრივ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა შეტყობინება გააკეთა, რომ შესაბამისი რეზოლუციის ტექსტი არ შეიცავდა "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არანაირ ხსენებას".

ამგვარად, გაეროს თებერვლის პოზიცია გარკვეულ იმედებს იძლეოდა, აფხაზეთში ამ ორგანიზაციის მეთვალყურეების მუშაობის გაგრძელების თაობაზე. უკვე 10 დღეში გახდება ნათელი, შენარჩუნებული იქნა თუ არა ნიუ-იორკში ის პოლიტიკურად კორექტული განწყობა თუ გაერო სამხრეთ კავკასიაში ისევ თბილისის ინტერესებს დაუჭერს მხარს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100