RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დასავლელი დიპლომატები, სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არ აღმოჩნდნენ ”პოლიტკორექტულობი”

06.05.2009  |  23:13

2627.jpeg5 მაისს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტი ცხინვალში, ჩაშლილი იქნა ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლების მიერ. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ბორის ჩოჩიევმა - სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენელმა კონფლიქტების დარეგულირების დარგში.

სკანდალური ისტორია პიერ მორელთან, იოაჰან ვერბეკესა და ხარალამპოს ხრისტოპულოსთან იმით დაიწყო, რომ არც ისე დიდი ხნის წინ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს ოფიციალური წერილი, რომელშიც განცხადებული იყო გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლების ცხინვალში ჩასვლის სურვილი, რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ჟენევის მოალაპარაკებების მომზადების საკითხის განხილვის მიზნით. სამხრეთ ოსეურმა გარე-პოლიტიკურმა უწყება თანხმობით უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ სტუმრებს უზრუნველყოფს ტრანსპორტით. როგორც ბორის ჩოჩიევმა რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინიტროს შეატყობინა: "ჩვენ კვლავ ხაზი გაუსვით ჩვენს პოზიციას, რომ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრასპორტს, რომელთაც არ აქვთ წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთში, არ აქვს უფლება გადაადგილდეს ჩვენს ტერიტორიაზე". ჩოჩიევის სიტყვებით, ეს საკითხი უკვე ერთხელ განხილული იყო მორელთან, 31 მარტს მისი ცხინვალში უკანასკნელი ვიზიტის დროს და მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

თუმცა ერთი თვის შემდეგ სიტუაცია განმეორდა. მორელს და კომპანიას, თიქოს და დაავიწყდათ სკუთარი დაპირებები და კვალავ დააპირეს ცხინვალში, თბილისის მხრიდან ეუთოს ჯიპებით ჩასვლა. ოსეთს უკეთესი მახსოვრობა აღმოაჩნდა და მათ შეხსენეს თანათავმჯდომარეებს საკუთარი პირობა, რომელიც, სხვათაშორის დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებზე. "თუ გავითავალისწინებთ, რომ ვიზიტი დაგეგმილია მათი თხოვნით და თუ კი, მათთვის მისაღები იქნება ჩვენი სახელმწიფოს პირობები, ჩვენ ამ შეხვედრის მოხარულები ვიქნებით. თუ კი, ისნი არ დათანხმდებიან ჩვენს მოთხოვნას და არ ჩამოვლენ, ჩვენ ამას დიდ ტრაგედიად არ ჩავთვლით".- განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის ელჩთან პიერ მორელთან, - ყვება სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენელი.- ის გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსური მხარე არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლებს, საქართველოში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მისიის ტრანსპორტით. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ეს მისია ყოველთვის ხელს აფარებდა, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების ფაქტებს და პასუხისმგებლობა აკისრია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე". მორელთან სატელეფონო საუბრისას, ჩოჩიევმა მას ასევე შეატყობინა, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მზად არიან სახელმწიფო საზღვარზე დახვდნენ თანათავმჯდომარეების დელეგაციას. თუმცა ევროკავშირის დიპლომატმა განაცხადა, რომ მათ არაფრით არ შეუძლიათ ამ პირობებზე დათანხმება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100