RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილმა გისოსებიან საკნებს სათბურები ამჯობინა

07.05.2009  |  09:38

2628.jpegსაქართველოს პრეზიდენტი, როგორც იქნა, გამოტყდა, თუ სად წავიდა ის სოფიაში გამართული ენერგოსამიტის შემდეგ. პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბულგარეთში დარჩა. ოპოზიციას ეჭვი ჰქონდა, რომ სახელმწიფოს მეთაური თურქეთის კურორტზე ერთობოდა. ის კი მხოლოდ და მხოლოდ თურქული სათბურების მოწყობილობებს იკვლევდა.

სააკაშვილს ვოიაჟი გვაგონებს ანეგდოტს მუდმივ სტუდენტზე: ცოლს უთხრა, რომ საყვარელთან წავიდა, საყვარელს უთხრა, რომ ცოლთან წავიდა, სინამდვილეში კი სხვენში ავიდა, რომ ესწავლა, ესწავლა და ესწავლა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხანმოკლე ვიზიტი თურქეთში იმით ახსნა, რომ აუცილებელი იყო ადგილობრივი სათბურების შესწავლა, იუწყება „ინტერფაქსი". „ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ჩემი თურქეთში ვიზიტის მიზნისადმი საეჭვო ინტერესი გამოავლინა. მინდა ვთქვა, რომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო თურქულ სასათბურე მეურნეობებთან გაცნობა",- განაცხადა პრეზიდენტმა აჭარაში. ის აპირებს, რომ თურქეთის ეს გამოცდილება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში დანერგოს.

პრეზიდენტის აღიარება აშკარა დაგვიანებით გაჟღერდა, იმიტომ რომ მისი საქართველოში არ ყოფნის თემაზე ერთი კვირის წინ ოპოზიციონერებმა პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან პოლემიკა გამართეს. 28 აპრილს მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა სოფიაში და არა თურქეთში, როგორც ამას თურქული მასმედია ავრცელებდა. ოპოზიციამ ამის საპასუხოდ ბაქრაძე ტყუილში დაადანაშაულა. „ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ CNN-ის თურქულმა განყოფილებამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია თურქეთის კურორტზე მყოფი სააკაშვილი. „პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რბილად რომ ვთქვათ, გააოცა ქართული საზოგადოება და წარმოშვა ეჭვი, რომ ის ტყუოდა",- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. იმის გარკვევა, თუ სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. მოძრაობამ „რატომ" არ იცოდა, თუ რომელ რესტორანთან მოეწყო მორიგი საპროტესტო აქცია, რათა სააკაშვილისთვის ცხოვრება გაემწარებინა.

ქართულმა მასმედიამ სწრაფად აიტაცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ბოდრუმის კურორტის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ისვენებდა. ის იქ თურმე დროს ახალგაზრდა ქალების გარემოცვაში ატარებდა. მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ თურქულ სასტუმროშიც კი დარეკა და ადმინისტრატორმა საქართველოს პრეზიდენტის იქ ყოფნა დაადასტურა. „გადაეცით სააკაშვილს გიორგი გაჩეჩილაძისგან მოკითხვა და უთხარით, რომ ხვალ დავურეკავ",- თქვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმამ და დაკიდა ყურმილი.

ბაქრაძემ მაშინ არც ბოდიში მოიხადა და არც თავისი სიტყვები უარყო, ასე რომ სააკაშვილმა თავისი ამჟამინდელი აღიარებით „უღალატა" მას, ვინც მას იცავდა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100