RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიციისთვის ყველაფერი სულ ერთია: სწავლებებიც და ალყებიც!

07.05.2009  |  21:40

2644.jpegსაქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნები დაიწყო. იმავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტრო მუხროვანის აჯანყების მონაწილეების დაპატიმრებას აგრძელებს. მაგრამ ამ ყველაფერმა მხოლოდ უმნიშვნელოდ შეცვალა ოპოზიციური გამოსვლების გრაფიკი.

გუშინ, მას შემდეგ რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გამოაშკარავების შესახებ, ბევრმა იეჭვა, რომ ამ პროვოკაციის დახმარებით სააკაშვილს სახალხო მღელვარებისთვის წერტილის დასმა ჰქონდა გადაწყვეტილი. ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პირდაპირ განაცხადა: ხელისუფლებას თავისი ოპონენტების დისკრედიტაცია სურს. რამაზ საყვარელიძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინასწარმეტყველებდა, რაც თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს შეწყვეტდა. ექსპერტი ირაკლი სესიაშვილის თქმით, ხელისუფლებას შეეძლო სამხედრო გადატრიალების ინსცენირება იმისთვის, რომ ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების საფუძველი გაჩენილიყო. სესიაშვილს სხვა ვერსიაც აქვს: სამხედრო პირებმა უარი თქვეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევასა და მომიტინგეთა დარბევაზე.

სამხედრო აჯანყების ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ სამხედრო ნაწილებში პოლიციის ფორმები მიიტანეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადეს. სააკაშვილს, რომელიც ჯარს ხალხის წინააღმდეგ ამხედრებდა, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის ეკა ბესელიას აზრით, სურდა მისი დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, „იმიტომ რომ ჯარშიც სერიოზული პროტესტია ხელისუფლების წინააღმდეგ". როგორც არ უნდა იყოს, სამხედროების დაპატიმრებების შემდეგ „ქუჩის" ლიდერები არ შეშინდნენ, პირიქით, მათ განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მის მოკავშირეებთან,რომლებმაც ვითომ იარაღი შეისყიდეს, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, არ დაუჯერა ვიდეომასალას, რომელიც შსს-მ მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მან ამ ყველაფერს აბსურდი უწოდა და ისიც კი აღნიშნა, რომ აჯანყება დაიწყეს „იმ სამხედროებმა, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ ცხინვალში, მაშინ როდესაც მათი ხელმძღვანელობა თავს გაქცევით შველოდა".

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხროვანის სიტუაცია ხელისუფლების მიერ იყო შექმნილი. „მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ არ მიმართოს ასეთ მეთოდებს იმისთვის, რომ თავს უშველოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ქვეყანას დაღუპავს. ხოლო თუკი ეს სხვების მოფიქრებულია, ან სამხედრო ჯგუფის, მე მათ მივმართავ, რომ დაუბრუნდენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და ქვეყნის სამსახური გააგრძელონ". თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ყველაფერი რაც მუხროვანის გარშემო მოხდა ოპოზიციას მხოლოდ ბიძგს აძლევს ბრძოლის გასაგრძელებლად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100