RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ამოხსნიან თუ არა ევროპელები მუხროვანის ამბოხების რებუსს?

08.05.2009  |  09:56

2647.jpegმუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 50 ოფიცერი და 12 სამოქალაქო პირი. დაკავებულებიდან ცნობილია მხოლოდ გენერალ კობა კობალაძისა და ექსპერტ ვახტანგ მაისაიას სახელები. ოპოზიცია ხელისუფლებას მორიგ პროვოკაციაში სდებს ბრალს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ელიან გამოძიების შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

გარდა ბრალდებებისა რუსეთის მისამართით, რომელიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, დგას აჯანყებების უკან, არანაირი დეტალი, რომელსაც ამ უცნაურ ბუნტზე შუქის მოფენა შეუძლია, არ გამოჩენილა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 მაისს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში არაფერია ნათქვამი დაკავებულთა პიროვნებებზე. ამასთანავე, სამოქალაქო პირებთან ერთად, ქართული მასმედიის მიხედვით, დაკავებულია ათეულობით სამხედრო. ტელეკომპანია „იმედი" 50 ოფიცრის დაკავებაზე საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაკავებულია სამხედრო პოლიციის შვიდი თანამშრომელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯილდოც დააწესა 50 ათასი ლარის ოდენობით მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომხდარი არეულობის ორგანიზატორების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. ესენი არიან ლევან ამირიძე, კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი.

თუკი სამხედროების დაკავების, დაკითხვის და ჩხრეკის რაღაცნაირად გამართლება შეიძლება - ბოლოსდაბოლოს მუხროვანის ბატალიონმა უარი თქვა დამორჩილებოდა მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს,- სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას დაკავებას ვერანაირ ახსნას ვერ მოვუძებნით. იგი დააკავეს უნივერსიტეტის შენობაში,სადაც ის მუშაობს. მაისაიას მეუღლემ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ სახლიდან ძალოვნებმა კომპიუტერი და დისკები წაიღეს. ერთი ვერსიით მაისაიას ჯაშუშობას აბრალებენ. საქართველოს შსს მისი დაკავების მიზეზის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ვახტანგ მაისაიას დაკავება უამრავ კითხვას ბადებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება აჯანყების ფინანსირებასა და მხარდაჭერაში რუსეთს ადანაშაულებს, მაშინ დაკავებული ექსპერტი აშკარა დასავლეთის მხარდამჭერია.ადრე ის იყო ნატოს საქართველოს მისიის ატაშე, მუშაობდა ნატოს სამხედრო დეპარტამენტში ექსპერტად. ის არაერთხელ გამოსულა რუსეთისა და რუსული პოლიტიკის კრიტიკით. როგორც საქართველოში, ისე დასავლეთშიც ვახტანგ მაისაია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დიდ მხარდამჭერად არის ცნობილი.

საერთოდ მუხროვანის ამბოხებაში ბევრი „შავი ლაქაა". ამიტომაც ანალიტიკოსების უმეტესობა სკეპტიკურად აფასებს ამბოხების ოფიციალურ ვერსიას, ისევე როგორც ამ მოვლენაში რუსეთის მონაწილეობას. „თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე თვლის, რომ მუხროვანის მოვლენები ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მისი თქმით, მუხროვანის ინციდენტი თავიდანვე განკუთვნილი იყო სამი კონკრეტული „ადრესატისთვის": საქართველოს ოპოზიციისთვის, რუსეთისთვის და ნატოსთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100