RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო: მანევრები ამბოხების შემდეგ

08.05.2009  |  09:59

2648.jpegსაქართველოში დაიწყო ნატოს სწავლებები Cooperative Longbow 09/Cooperative Lancer 09.ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ, მიუხედავად მუხროვანის სატანკო ბატალიონის ამბოხებისა, სამხედრო მანევრები დაგეგმილი სცენარით ჩატარდებოდა.

ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წვრთნები დაგეგმილია ორი ფორმატით - საშტაბე და საველე. ნატოს სწავლების პირველი სტადია საქართველოში ჩატარდება 6-დან 19 მაისამდე, მეორე - 21 მაისიდან 3 ივნისამდე. მოსალოდნელია, რომ წვრთნებში მონაწილეობას დაახლოებით ათასი სამხედრო მიიღებს. თავდაპირველად სამხედრო მანევრებში მონაწილეობა 19 ქვეყანას უნდა მიეღო - ალიანსის წევრებსა და პარტნიორებს. თუმცა სომხეთმა, ლატვიამ, ესტონეთმა, ყაზახეთმა, მოლდოვეთმა, სერბეთმა და შვეიცარიამ მოგვიანებით უარი განაცხადეს საქართველოს ვაზიანის პოლიგონზე საკუთარი სამხედროების გაგზავნაზე.

საშტაბე სწავლებები ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების შეთავსებადობის ამაღლებას მრავალეროვანი ბრიგადების დონეზე კრიზისული სიტუაციის დროს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ალიანსის სამხედრო მანევრების პირველი სტადია სრულიად უწყინარი ხასიათისაა. თუმცა ეს ასე არ არის. როგორც ცნობილია, სავარჯიშოებში ჩართულია კავშირის მოწყობილობები და სადაზვერვო აპარატურა. ასე რომ, ქართველი ოფიცრები პრაქტიკისას მიიღებენ ჯარის მართვის გამოცდილებას.

მეორე ეტაპი გულისხმობს ბატალიონების დონეზე სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადრე აცხადებდა, რომ მძიმე ტექნიკა წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, მანევრები ბატალიონის დონეზე ჩატარდება, ეს ფაქტი კი თავად მეტყველებს.

საქართველოს უახლოესი მეზობლები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ზედმიწევნით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და მზად არიან სიტუაციის შესაძლო გამწვავებისთვის. როგორც აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა განაცხადა, რესპუბლიკის ჯარი გადასულია მუდმივი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში. ასევე გაძლიერებულია საქართველო-აფხაზეთის საზღვრის დაცვა. „ჩვენთვის არ არის ცნობილი ამ წვრთნების საბოლოო გეგმები. არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლების დაჯერება, ის გამუდმებით იტყუება. სააკაშვილი აცხადებდა, რომ ყველა კონფლიქტის გადაჭრას მშვიდობიანი გზით აპირებდა, არანაირი ძალისმიერი და სამხედრო ხერხი გამოყენებული არ იქნებოდა, თუმცა სამხრეთ ოსეთში ომი წამოიწყო. ნუთუ ეს ტყუილის მაგალითი არ არის, რასაც საქართველო სამხედრო ეშმაკობას ეძახის?"

იგივე კითხვები დასვეს ცხინვალშიც. პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის თქმით, საქართველოს საზღვართან მყოფი ოსური სამხედრო ნაწილების რამდენიმე განყოფილება საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

„ეს იმისთვის გაკეთდა, რომ არ დაიშვას საქართველოს მხრიდან პროვოკაცია,-- აცხადებდა კოკოითი.- საზღვარზე არსებული სიტუაცია მთლიანად კონტროლირდება სამხრეთ ოსი და რუსი მესაზღვრეების მიერ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100