RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დარბევა თბილისში, ტრაგედიამდე ვერ ქაჩავს

08.05.2009  |  19:34

2660.jpegპოლიციასა და ოპოზიციას შორის ღამის დაპირისპირება ამოწურულია. განთავისუფლებულია სამი დაკავაებული აქტივისტი, ვის გამოც მომიტინგეებმა თითქოს და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს "შტურმით აღება" სცადეს. რეზინის ტყვიებით დაცხრილული ოპოზიციის ლიდერები და ნაცემი პოლიციელები, საავადმყოფოებში იშუშებენ იარებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სამი დაკავებული გაათავისუფლა, რომლებიც საზოგადოებრივი ტელეარხის ჟურნალისტის ნიკა ავალიანის ცემაში იღებდნენ მონაწილეობას. მოძრაობა "7 ნოემბრის" წარმომადგენლები მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ისნი სასამართლოს წინაშე წარდგებიან, ნათქვამია იუსტიციის სამინიტროს ოფიციალურ საიტზე.

შ.ს.ს ადვილდა დაემორჩილა მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ ბრალდებულები, რომელიც დიღმის მთავარ სამმართველოსთან შეტაკების შემდეგ, წამოაყენეს ოპოზიციონერებმა. უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას ისედაც არ უნდოდა ნატოს სწავლებების დროს, საქარველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავება და თანაც ამ ყველაფერთან ერთად მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა კეთილგონიერებისკენ. " პატრიარქი თვლის, რომ სიტუაციამ ფეთქბად საშიში ხასიათი მიიღო. ის მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაათვისუფლოს სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი ოპოზიციის სამი აქტივისტი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით".- ჟურნალისტებს ილია მეორის განცხადება, პატრიარქის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა დავით შარაენიძემ გააცნო.

პოლიციის შენობის "შტურმი" მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ ჩაიფიქრა, რომელიც თვეზე მეტია სატელევიზიო სტუდიად მოწყობილ საკანში ზის. ის ღობეს გადაახტა და მისი გაყოლა ოპოზიციის ლიდერებმაც სცადეს, რათა ცოტა უფრო ადრე დაკავებული "პირველი არხის" მიმომხილველის ავალიანის "მწყენინებლები" ძალით გაენთავისუფლებიონათ. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ხელკეტები და რეზინის ტყვიები დაუშინეს მომიტინგეებს. ოპოზიციონერები ჯოხებითა და ქვების სროლით იცავდნენ თავს, რასაც ჟურნალისტების ჩანაწერებიც ადასტურებს. მრავალმა ლიდერმა დაზიანება მიიღო ძირითადად თავის და სახის არეში, გიორგი გაჩეჩილაძე კი სასტიკად სცემეს და ნეკნები ჩაუმტვრიეს. შ.ს.ს-ს მონაცემებით საავადმყოფოებში მიყვანილი იქნა სულ 29 ადამიანი, რომელთა შორისაც 22 აქციის მონაწილეა, ერთი ჟურნალისტი და 6 პოლიციელი. ამავ დროულად კი, ოპოზიცია 60 დაზარალებულს ასახელებს. მათ რიცხვშია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი შალვა ოგბაიძე, "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი შეფი ირაკლი ბათიაშვილი, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური და ა.შ...

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100