RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„აღმოსავლური პარტნიორობა“ ევროკავშირისთვის ზედმეტი ტვირთი ხდება

12.05.2009  |  09:24

2662.jpeg7 მაისს პრაღაში სამიტი „აღმოსავლური პარტნიორობა" გაიმართება. მისი მონაწილეები გახდნენ ევროკავშირის ქვეყნებისა და ასევე აზერბაიჯანის, ბელორუსიის, სომხეთის, საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის წარმომადგენლები.

ჩეხეთის დედაქალაქში "პარტნიორობის" ყველა წვრი ქვეყანა არ არის წარმოდგენილი, საკუთარი ლიდერებით. ასე მაგალითად. მოლდავეთს და ბელორუსიას ვიცე-პრემიერები - ანდრეი სტრატანი და ვლადიმირ სემაშკო წარმოადგენენ, იუწყება „რია ნოვოსტი". აღსანიშნავია უკრაინა, პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან ერთად პრაღაში, პრემიერი იულია ტიმოშენკო ჩამოვიდა. სამიტზე მიხელ სააკაშვილიც ჩაბრძანდა, რომელიც ვიზიტამდე სულ ცოტა ხნით ადრე მუხროვანის აჯანყებულ ტანკისტებს გაესაუბრა გულითადად.

როგორც ცნობილია „აღმოსავლური პარტნიორობის" იდეა დასავლეთში, სამხრეთ კავკასიაში აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ დაიბადა. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამ პროექტში „ვაშინგტონის ხელს" ხედავს, რადგან „პარტნიორობა" რუსეთის გვერდის ავლით, სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის შექმნას გეგმავს. რასაკივირველია ევროკავშირი მოცემულ პუნქტს „ენერგეტიკული უსაფრთხოების" აუცილებლობით ხსნის და 6 ქვეყანას 2013 წლამდე, 600 მილიონი ევროს გამოყოფას პირდება. უნდა ითქვას, რომ ფული ბევრი არ არის, თუმცა ფინანსური დახმარების გარდა ბრიუსელი არჩეულ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, სავიზო რეჟიმის გამარტივებას და თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასაც აღუთქვამს. „აღმოსავლური პარტნიორობის" მიზანია - პოლიტიკური ასიმილაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით - წერს „გაზეტა რუ" ევროკომისიის ხელმძღვანელის მანუელ ბაროზუს სიტყვებს.

მოსკოვში ამ პროექტს განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგნენ. რუსეთს, როგორც ენერგორესურსების უმსხვილეს ექსპორტიორს, „აღმოსავლური პარტნიორობა" ამ სფეროში გავლენის დაკარგვით ემუქრება და ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ რუსეთის უახლოესი მეზობლების საკუთარი გავლენის ორბიტაში მოქცევაც, მოსკოვს კარგს არაფერს არ უქადნის. მართალია, დასავლეთი ჯერჯერობით არ იშურებს დამამშვიდებელ დაპირებებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ რუსეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძრვანელების სერგეი ლავროვისა და რადოსლავ სიგორსკის შეხვედრაზე, სიგორსკი ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირის ინიციატივა ექვს პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად, რუსეთსის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება - იუწყება „უკრინფორმი". „ყველასათვის ცნობილია რომ ეს პროგრამა ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების მოდერნიზაციას ემსახურება, რადგან თავად რუსეთი მოდერნიზდება. აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რუსეთს თუ სურს შეუძლია შეუერთდეს ევროპის მეზობლურ პოლიტიკას, რომლის ნაწილსაც „აღმოსავლური პარტნიორობა" წარმოადგენს" - აცხადებს სიკორსკი. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძრვანელის აზრით, რთული წარმოსადგენია, რომ "პარტნიორობის" მონაწილე - ქვეყნების ლიბერალიზაცია, ვინმეს შეიძლება რამით „ემუქრებოდეს" ან რაიმე "ავნოს".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100