RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი შესაძლოა გრძელვადიანი მშენებლობების ქალაქად იქცეს

12.05.2009  |  09:30

2664.jpegმორიგი ქართული სამშენებლო კომპანიის მენჯერებმა, ხელები ჩამოუშვეს. კრედიტების დაგვიანება და დაუბრენებლობა, დაწყებული ობიექტების აშენების საშუალებას არ იძლევა. ამასთან უძრავ ქონებაზე ფასების სულ უფრო იკლებს, რადგან თითქმის არავის აღარ შეუძლია კრიზისის პერიოდში საცხოვრებელის ყიდვა.

კომპანია „აქსისმა" 2 ობიექტის მშენებლობა შეაჩერა. მათ არ აკისრიათ კლიენტების წინაშე ვალდებულება, რადგან ყველა ბინა „აქსისის" საკუთრებაშია, იუწყება სააგენტო „ბიზნეს გრუზია" კომპანიის მენეჯმენტზე დაყრდნობით. შეჩერებულია „აქსისი თაუერის" ცათამბჯენის და თბილისის გარეუბანში შენობის მშენებლობა. კომპანიის ინფორმაციით დანარჩენი 7 პროექტი ჩვეულ ტემპში იქნება რეალიზებული და ჩაბარებული იქნება დათქმულ ვადებში. თუმცა „აქსისის" კლიენტების 9 პროცენტი პრობლემური კლიენტები არიან (რადიო „კომერსანტის" მონაცემებით 10-15 პროცენტი) მათი ნაწილი მართლაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია უმუშევრობის გამო, ნაწილმა კი კრიზისის გამო გადახდას აგვიანებს. მევალეებს ჯარიმები ერიცხებათ, რომლებიც უკვე გადახდილი თანხებიდან იქვითება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იმას გამოიწვევს, რომ ადამიანები ჭერის გარეშე დარჩებიან. დეველოპერები მათ ბინებს ვალების გამო წაიღებენ. უკვე გადახდილი თანხების დაბრუნება კი, ჯერ-ჯერობით კითხის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნილება გაზაფხულზე მკვეთრად დაეცადა „აქსისში" გაყიდვები 70 პროცენტით შემცირდა.

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტში" პრობლემური კლიენტები კიდევ უფრო მეტია დაახლოებით 30-40 პროცენტი. როგორც მენეჯერმა გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა ფირმა ყოველგვარ დათმობებზე მიდის, რომ თავის მევალეები ამ სავალალო მდგომარეობაში არ დატოვოს: ზოგიერთს რესტრუქტურიზირებულ კრედიტს სთავაზობს, ზოგს ფართს უფრო ნაკლები ღირებულებით. კომპანიამ „ოლიმპიური ვარსკვლავი" ყველა თავის პროექტის რეალიზაცია შეწყვიტა. მას არ შეუძლია ბინების იპოთეკით რეალიზაცია და ახლა მენეჯმენტი გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე მუშაობს, მათ შორის „საქართველოს ბანკში" კრედიტის მიღებაზე. აქაც პრობლემური კლიენტები 40 პროცენტამდე გაიზარდა.

ქვეყანაში მძიმე ეკონომიკუირი სიტუაციით გამოწვეული მოთხოვნის კლების გამო, საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები აპრილის ბოლოს მკვთრად დაეცა. როგორც საბროკერო კომპნია „პრესტოში" აღნიშნავენ მიწა დაახლოებით 30 პროცენტით გაიაფდა, მეორადი საცხოვრებელი 10-15 პროცენტით უფრო იაფია, ხოლო მშენებარე ბინებზე მოთხოვნა საერთოთ ნულოვანია. უძრავი ქონების სააგენტო „იუნი გრუპში" აცხადებენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები ნახევრად შემცირდა, ხოლო ფასებმა 40 პროცენტით იკლო. სააგარაკო დასახლებებში ფასების ვარდნა ყველაზე მკვეთრი იყო, რამაც მყიდველთა ინტერესი გამოიწვია.

თუმცა, როგორც უძრავი ქონების შემსყიდველ სააგენტო „ბონუსში" აცხადებენ, პოტენციური კლიენტები ყოყმანობენ შესყიდვისას და არცევენ დაიცადონ, ფასების კიდევ უფრო დაცემის მოლოდინში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100