RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ხაბერი კარავში არაკომფორტულად გრძნობს თავს

12.05.2009  |  09:32

2665.jpegსამხრეთ ოსეთის, რუსეთის, საქართველოს და ევროკავშირის რიგით მეორე შეხვედრა "ინციდენტების თავიდან აცილების მექნიზმების" განხილვის ჩარჩოებში, რომელიც 7 მაისისთვის იყო დაგეგმილი, არ შედგა. ამის შესახებ შეტყობინება, გააკეთა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დარეგულირების დარგში - ბორის ჩოჩიევმა.

ორი კვირის წინ მერაბ ჩიგოევი, შოთა უტიაშვილი, სერგეი ანტონოვი და ჰანს იორგ ხაბერი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, სამხრეთ ოსეთის სზღვართან, ქართულ სოფელ ერგნეთში. შეხვედრის შედეგი გახდა ნაყოფიერი საუბარი, რომლის დროსაც ყველა მხარემ მოიწონა და მხარი დაუჭირა დიალოგის გაგრძელებას "ინციდენტების თავიდან აცილების მექნიზმების" ინიციატივის ფარგლერბში. შეხვედრა მათ იმავე ადგილზე, მაისის დასაწყისში დათქვეს. მეორე შეხვედრისგან სამხრეთ ოსეთის, საქართველოს, რუსეთის და ევროკავშირის წარმომადგენელები, საზღვრისპირა ზონებში სიტუაციის ნორმალიზაციისათვის, კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდნენ. თუმცა თბილისმა და ბრიუსელმა, ცხინვალს მორიგი "სიურპრიზი" მოუმზადა.

" დღეისთვის დაგეგმილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა "ინციდენტების თავიდან აცილების მექნიზმების" პროგრამის ფარგლებში, ჩაშლილი იქნა საქართველოსა და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის მისიის მიზეზით.- ბორის ჩოჩიევის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო "რეს".- ქართული მხარე და ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია, გამოგონილი მიზეზებით დაჟინებით მოითხოვდნენ, შეხვედრის საქართველოს ტერიტორიაზე, ქალაქ გორში ჩატარებას და შემდგომ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფელ ტირძნისში. ეს ეწინააღმდეგება რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეულ " მედვედევ სარკოზის გეგმას", კერძოდ კი მეხუთე პუნქტს, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორიოს მექანიზმების ამოქმედება უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ზონებში". ჩოჩიევის თქმით, ოსურმა მხარემ ამის შესახებ ოფიციალური წერილის საშუალებით, შეხსენება გაუგზავნა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ხაბერს. ცხინვალს უპასუხეს, რომ შეხვედრა არ შედგება და გადატანილი იქნება სამომავლოდ.

"ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უკან მდგომი საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები - ევროკავშირი, ეუთო, გაერო და ამერიკის შეერთებული შტატები, სამწუხაროდ აგრძელებენ ამ საკითხების პოლიტიზირებას - ამბობს ჩოჩიევი.- დღეს ისინი ტირძნისს გვთავაზობენ, ხვალ კარალეთს, მაზეგ გორს, ერთი თვის შემდეგ კი, თბილისს. ჩვენ თავისთავად არ წავალთ ამაზე". ბორის ჩოჩიევმა ასევე გააკეთა შეტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლებს შესთავაზა "იმ უზარმაზარი ფინანსური დახმრებიდან, რომელიც ა.შ.შ-მ და ევროკავშირმა გამოუყვეს საქართველოს, შეაიარაღეს რა საქართველო და 2008 წლის აგრესიაზე აკურთხეს კიდეც", გაიღონ მოკრძალებული თანხა, სოფელ ერგნეთში შეხვედრების ჩასატარებლად საჭირო, შენობის ასაშენებლად. " სხვა დასახლებული პუნქტები ჩვენ არ გვაწყობს, ვინაიდან ჩვენ მკაცრად ვიცავთ "მედვედევ- სარკოზის გეგმას".- დაასკვნა მან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100