RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილს „ამერიკელი ადვოკატები“ გამოუჩნდნენ

13.05.2009  |  09:53

2678.jpegართული ოპოზიციის შეხვედრამ პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელსაც საქართველოში მრავალი ადამიანი მოუთმენლად ელოდა, მორიგი იმედგაცრუება მოუტანა ისედაც აღელვებულ მოძრაობას, მაგრამ თავად სააკაშვილს გარკვეული ქულები დაუმატა.

„საუბრის შინაარსის მიუხედავად, დღევანდელი დღე ქვეყანაში დემოკრატიის გამარჯვება გახლავთ. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე შვჯერდით, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და რომ დიალოგის გაგრძელება სჭიროა. თუმცა არ მაქვს ილუზია, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით შევძლებთ მოლაპარაკებას".- შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობისადმი სატელევიზო მიმართვაში, მისთვის ჩვეული უაპელაციო მანერით, განაცხადა სააკაშვილმა.

ოპოზიციამ კი, ამ მოვლენებს, აფსოლუტურად საპირისირო შეფასება მისცა. რომლის ძირითადი არსია: „მთამ თაგვი დაბადა". „პრეზიდენტი თვლის,რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ჩვენ კი ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს", - გამოთქვა საკუთარი აზრი, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

„დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე ვთვლი, რომ დიალოგის შანსები ამოწურულია. საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად და ამასთანავე მშვიოდბიანად შეიცვალოს ხელისუფლება"- თვლის მოძრაობის „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია. ამ შეფასებას ეთანხმება საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი და პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძე, რომელსაც პრეზიდენტთან შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. „ოპოზიცია არ აპირებს სააკაშვილის წასვლას 2013 წლამდე ელოდოს. ჩვენ მეთელ საქართველოს წამოვაყენებთ ხალხი ინტერესების დასაცავად".-განაცხადა მან.

„სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი თავად გადადგეს, ქართველი ხალხი მიმტევებელია".- ბურჯანაძის ციტირებას ახდენს „რია ნოვოსტი".

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მიტინგზე გამოსვლისას „ნაციონალური ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებს განზრახული აქვთ, ხელისუფლებას საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის აქცია გამოუცხადონ. მისი თქმით თბილისის საპროტესტი აქციებს, საქართველოს სხვა ქალაქებიც შემოუერთდებიან, პირველ რიგში ბათუმი. მან შეტყობინება გააკეთა იმის შესახე, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის ლიდერთა უმეტესი ნაწილი რეგიონებში გაემგზავრება და სამშაბათიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები გზების გადაკეტვას დაიწყებენ მთელს ქვეყანაში. ნინო ბუჯანაძემ მხარი დაუჭირა, საპროტესტო აქციის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადატანის ტაქტიკას.

„ჩვენ აქტიურ მოქმედებებზე უნდა გადავიდეთ. უნდა შევანჯღრიოთ ეს მთავრობა. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ნმნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, ჩვენ მთელ საქართველოს შემოვივლით. უამრავი მომხრე გვეყოლება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც". პოლიტიკური წინააღმდეგობა საქართველოში, როგორც ჩანს სააკაშვილის ოკეანის იქითა მფრაველების შეშფოთებას იწვევს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100