RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილს განცხადებებზე დაფიქრება ურჩიეს

13.05.2009  |  21:52

2692.jpeg„აღმოსავლურ პარტნიორობაში" მიღებამ ისე აღაფრთოვანა მიხეილ სააკაშვილი, რომ აჩქარდა და საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია გამოაცხადა. ამ ფაქტამდე ნატოს წევრებისა და პარტნიორების სწავლებები, მან ალიანსში შესვლის მოახლოების მანიშნებლად მიიღო. ერთიცა და მეორეც, თავისთავად, პრეზიდენტმა რუსეთის მისამართით სამი თითის კომბინაციად წარმოაჩინა. მაგრამ დასავლეთს ეს ჟესტი არ მოეწონა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაღაში გამოაცხადა, რომ საქართველო შეუერთა „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომელიც მიმართულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების: სომხეთის,აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის დაახლოებისკენ ევროკავშირთან".

„ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუციონარული ნაწილი ვხდებით",- ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, რომლის ციტირებასაც ახდენს Civil Georgia." იმ პირობებში, როდესაც საქართველოში სტაბილურობაა და უნდა გაგრძელდეს განვითარება, ჩვენ ახალი სივრცის ნაწილი ვხდებით. ჩვენ გამოვედით დსთ-დან და ახლა იქ შევდივართ, სადაც გაცილებით უფრო ფართო ბაზარია, გაცილებით მეტი პერდპექტივებია და კეთილდღეობა. ეს საერთო ევროპული სივრცეა",- დაამატა მან. არ არის საინტერესო, რომ საქართველო გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობს: საზღვარი ქვეყნის მხარეებს შორის, რუსული ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვამდე გადის. არც ისაა პრობლემა, რომ „აღმოსავლური პარტნიორობა" არ ითვალისწინებს ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობას. მთავარია, რომ სააკაშვილი მთელი გულით ცდილობს აზიაროს საქართველო ევროპულ ღირებულებებს - იპოვოს გასაღების ბაზარი ღვინისა და ციტრუსებისათვის, მიაღწიოს უვიზო რეჟიმის შემოღებას, რათა ქართველი „კანონიერი ქურდები" და უმუშევრები კეთილმოწყობილ ევროპაში დასახლდნენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100