RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო: ხელისუფლება და ოპოზიცია - ჯერჯერობით ყველა თავთავის აზრზე რჩება

14.05.2009  |  09:48

2693.jpegსაპროტესტო ღონისძიებების დაწყებიდან, ერთი თვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი როგორც იქნა შეხვდა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს. თბილისში იმედი ჰქონდათ, რომ რაიმე სახის მოლაპარაკება მაინც იქნებოდა მიღწეული, რაც ქალაქს ნაგვისა და სამანქანო საცობებისგან გაანთავისუფლებდა. მაგრამ... ოპოზიციამ საპროტესტო აქციების მასშტაბების გაფართოების შესახებ გააკეთა განცხადება და მოსახლეობას „საყოველთაო მობილიზაციისკენ" მოუწოდა.

თავად მიხეილ სააკაშვილმა 11 მაისს შ.ს.ს-ს შენობაში შემდგარი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან, ისტორიულ ფაქტად შეაფასა. „ჩვენ შევძელით გადაგვედგა ნაბიჯი, პოლიტიკაში ცივილიზებული ურთიერთობებისკენ", „დღევანდელი დღე, ქართული დემოკრატიის გამარჯვების დღეა", „ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ეს, ბუნებრივია წინ გადადგმული ნაბიჯია". ეს ამონარიდებია - სააკაშვილის ჟურნალისტების წინაშე გამოსვლის ტექსტიდან, ოპონენტებთან შეხვედრის შემდეგ.

უკანასკნელები, არც ისე ოპოტიმისტურად არიან განწყობილნი. ისინი ახალი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან და სააკაშვილს „არაადეკვატურობაში" ადანაშაულებენ. რამ გამოიწვია ოპოზიციონრთა განრისხება? პრეზიდენტი ერთი ნაბიჯითაც არ გასცდა, ადრე შეთავაზებულ დათმობებს. ანუ, მე როგორც კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, 2013 წლამდე დავრჩები საკუთარ პოსტეზეო. ამ დროის განმავლობაში კი, შესაძლებელია ერთობლივად ოპოზიციასთან რეფორმების განხორციელებაც: სასამართლო და საარჩევნო კოდექსი იგულისხმება. საუბარი, ოპოზიციის წარმომადგენლების, ხელისუფლებაში შესაძლო თანამდებობებსაც შეეხო. ორ საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ - სწორედ ამდენ ხანს გრძელდებოდა შეხვედრა - ორივე მხარე კვლავ უწინდელ პოზიციაზე დარჩა.

შედეგად ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩავარდა. მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ფაქტების კონსტატაცია მოახდინა, რომ პოზიციბი კვლავ დიამეტრალურად საწინააღმდეგო დარჩა. „პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად არის. ჩვენ კი ვთვლით, რომ პირიქით ძალიან ცუდად არის საქმე. ეს არის ამ შეხვედრის ერთადერთი რეზულტატი".- გაჩეჩილაძის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.

უკვე საღამოს, პრაქტიკულად ეგრევე პრეზიდენტთან ამდენი ხნის ნანატრი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერებმა პარლამენტთან კვლავ ჩაატარეს მიტინგი. პარტიის „საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, ვინაიდან თვლის, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, ასევე ის დარწმუნებულია, რომ „2008 წლის აგვისტოში მოიგო ომი". სააკაშვილი არც ოპოზიციისთვის საძულველი ძალოვნების გადაყენებას დათანხმდა - შ.ს.ს-ს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, მისი მოადგილის ბაჩო ახალაიას და ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი კოდუას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100