RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვის სჭირდება მანევრები ვაზიანში?

14.05.2009  |  09:52

2694.jpegსაქართველოში ნატოს საწავლებების Longbow 09/Cooperative Lancer 09 აქტიური ფაზა დაიწყო. მრავალნაციონალური სამხედრო მანევრების ოფიციალური გახსნა 11 მაისს შედგა.

„ეს სწავლებები ხელს შეუწყობს საქართველოს ეფექტური მონაწილეობის ამღლებას, საერთაშორისო უსაფრთხორბის პროგრამაში.- საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის ციტირებას ახდენს „ნოვოსტი- გრუზია".- აუცილებელია გაგრძელდეს რეფორმები თავდაცვის სისტემაში და საქართველოს ტერიტორია იყოს დაცული".

სიხარულიძეს ექოსავით აყვა ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე:"დაწყებული სამხედრო მანევრები, დასავლელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას. ამასთან ერთად ეს სწავლებები არც ერთ ქვეყანას არ უქმნიან პობლემას, მითუმეტეს - რუსეთს". იმის შესახებ, რომ ნატოს სწავლებების დანიშნულება „მშვიდობა და სტაბილურობაა" ცერემონიის დროს განაცხადა მადრიდში ნატოს შტაბის ხელმძღვანელმა გაეტანო მირო ვოლსმა.

ამგვარად, ალიანსის სამხედრო მანევრების საზეიმო გახსნაზე საქართველოსა და ნატოს წარმომადგენლები, შეთქმულებივით, ერთიდაიგივეს ამტკიცებდნენ. ვითომც და საქართველო სწავლებებს განიხილავს, როგორც ბლოკში ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე საკუთარი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის დარგში, კიდევ ერთ გამოცდას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი, მთელს მსოფლიოში მშვიდობას უჭერს მხარს და თბილისს მადლობას უხდის სტუმართმოყვარეობისათვის.

თუმცა, ცნობისმოყვარეობას იწვევს ის ფაქტი, რომ საკუთარი ვარჯიშების ჩასატარებლად, ალიანსი ჯიუტად ირჩევს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. გასულ წელს იგივე დასახელების სწავლებები Cooperative Longbow/ Lancer სომხეთში ჩატარდა, ამ გაზქფხულს კი, ალიანსის არმიის წარმომადგენლები აზერბაიჯანში შეიკრიბნენ „რეგიონალური პასუხი - 2009" ეგიდით. უნებლიედ იბადება შეკითხვა: პასუხი ვის? ქაღალდზე რასაკვირველია, საუბარია საერთაშოეისო ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მშვიდობისმყოფელთა ოპერაციებზე, მაგრამ რატომღაც ყველა მასპინძელი ქვეყანა რუსეთის მეზობელია. ამიტომაც ალიანსის წარმომადგენელთა მხნე საუბრები სტაბილურობის შენარჩუნებაზე, გარკვეულ წილად შირმად გვესახება, რომლის უკანაც იმალება სწავლებების ჩატარების ჭეშმარიტი მიზეზები. ძირითადად, რუსეთის ტრადიციული გავლენის შეკავება სამხრეთ კავკასიაში. ხოლო ის, რომ ამ წელს საწვალებები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და საქართველო-აფხაზეთის და საქართველო - სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე მუდმივი პროვოკაციების ფონზე ტარდება, თავად მეტყველებს ბევრ რამეზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100