RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

Nabucco-ს ძველებურად ყველაფერი წინ აქვს

14.05.2009  |  09:54

2695.jpegევროკავშირი და თურქეთი აპირებენ ივნისში რუსეთის გავლით გაზსადენის ტრანზიტის ფასზე შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა ახლა პრემიერ მინისტრი ტეიიპ ერდოგანი იმყოფება ვიზიტით აზერბაიჯანში, სამი დღის შემდეგ კი სოჭში გაემგზავრება კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რამაც შეიძლება ანკარის შემდგომ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს. მანამდე სამმა ქვეყანამ, რომლებიც Nabucco-ს პრაღის 8 მაისის სამიტზე იყვნენ მიწვეულები, უარი თქვეს მავალდებულებელი დოკუმენტების ხელმოწერაზე.

ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიებალგსმა შეატყობინა თურქულ მასმედიას, რომ მთავრობათა შორის შეთანხმებას Nabucco-ს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს კასპიის ზღვის აუზიდან რუსეთის გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებას, ხელი მოეწერება ანკარაში 25 ივნისს. პიებალგსის თქმით, ევროევროკავშირმა მოახერხა თურქების დარწმუნება, რომ უარი ეთქვათ გაზის 15%-ით ფასდაკლებით მიწოდების პრეტენზიაზე, ეს მთელი პროექტის რენტაბელობას რისკის ქვეშ აყენებდა. „თურქეთმა ყველა ჩვენი პირობა ულაპარაკოდ მიიღო",- ირწმუნება ევროკავშირის კომისარი.

ანკარასთან უთანხმოების დარეგულირებას, ბრიუსელი გასულ კვირას შეეცადა პრაღაში, სადაც ტარდებოდა სამიტი „სამხრეთის დერეფანი - ახალი აბრეშუმის გზა". თურქეთისა და ევროკავშირის გარდა გაზსადენის აშენების პროექტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანმა, ეგვიპტემ და საქართველომ. ჩეხეთის დედაქალაქში ქართულ დელეგაციას სათავეში ედგა მიხეილ სააკაშვილი. ამავე დროს, ყაზახეთმა, უზბეკეთმა და თურქმენეთმა უარი თქვეს დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს ფაქტიურად Nabucco-ს გაყინვას ნიშნავს. „თურქმენეთმა ევროპული გაზსადენი ძველებურად ცარიელი დატოვა",- იწერებოდა გაზეთში «РБК- Daily». Nabucco-ს შესავსებად ხომ აუცილებელია მასზე ტრანსკასპიური გაზსადენის მიერთება, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე შეაერთებს თურქმენეთის გაზს, ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილთან. თურქმენული გაზის შეუცვლელობაზე საუბრობდა ევროპული საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ფილიპ მაიშტადი. ბანკი მზად არის Nabucco-ს პროექტში ჩადოს 2,5 მილიარდი ევრო, როგორც კი გადაიჭრება მიმწოდებელთა საკითხები.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100