RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის status neutral-ს სცნობს?

14.05.2009  |  14:38

2702.jpegვენაში 13 მაისს სამხრეთ კავკასიაში მონიტორინგის ახალი გეგმით, ეუთოს კომიტეტის სხდომა ჩატარდება, რომლიდანაც ამოღებულია როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ ოსეთის მოხსენიება. ამავდროულად მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სერიოზულად იხილავს კომპრომისულ ვარიანტს, ცხინვალსა და თბილისში ორი დამოუკიდებელი მისიის შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც „როსბალტი" იტყობინება სააგენტოზე Reuters დაყრდნობით, ვენაში იმედოვნებენ, რომ კომპრომისული ვარიანტი საშუალებას მისცემთ დაძლიონ რუსეთის წინააღმდეგობა და სადამკვირვებლო მისიის გაგრძელებას მიაღწიონ, რომლის მანდატიც საქართველოს ტერიტორიაზე 30 მაისს იწურება. საინფორმაციო საგენტოს მონაცემებით, წინადადებაში რომლიც საბერძნეთის, როგორც ეუთოს მმოქმედი თავმჯდომარის სახელით იქნება გაამოტანილი, ნათქვამია რომ: 22 მეთვალყურე განტავსებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ კარალეთში, ხოლო 8 დამკვირვებელი ცხინვალში წარიგზავნება. ასევე განცხადებულია, რომ ეუთოს მისიის მანდატის განახლება, ამ წლის ბოლომდე შეიძლება მოქმედებდეს გაგრძელების შესაძლებლობით. „ფორმულამ სამხრეთ ოსეთის „ნეიტრალური სტატუსი" მისიის განახლებულ გეგმაში, შესაძლოა რუსეთიც დააკამაყოფილოს და საქართველო ტერიტორიული მთლიანობის მომხრეებიც".- აღნიშნავს ევროპელი დიპლომატი, რომლის ვინაობაც არ არის დასახელებული.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდური სიტყვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს საიტზე, ამგვარ სიახლეს დადებითად გამოეხმაურნენ. „უწინდელი ვარიანტებისგან, ახალი გეგმის ძირითადი განმასხვავებელი ის გახლავთ, რომ ეუთოს ხელმძღვანელობამ ბოლოს და ბოლოს აღიქვა შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალიები და მზად არის უარი თქვას განახლებეული მისიის ნაციონალურ-სახელმწიფოებრივ მიბმაზე. როგორ განხორციელდება ეს ყველფერი პრაქტიკაში, ახლა ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ უკვე აშკარაა: ისეთ ორგანიზაციას როგორიც „ეუთოს მისია საქართველოში"-ა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღარავინ შეუშვებს".

ახალა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეუთოს მისიის სახელწოდებაში გეოგრაფია საერთოდ არ იქნება ნახსნები. ასეთ მიდგომას რათქმაუნდა შეუძლია საგრძნობლად გაადვილოს მანდატის ახალი მოდელის განხილვა, ვინაიდან რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, შეუძლებელია მას „ეუთოს მისია საქართველოში" ეწოდებოდეს, ხოლო ევროკავშირის მხრდაჭერით თბილისი წინააღმდეგია დასახელებისა "ეუთოს მისია სამხრეთ ოსეთში" .

მეორე მწვავე საკითხია - ორი დამოუკიდებელი მისიის შექმნა. თუ კი Reuters-ის ინფორმაცია დადასტურდება და ეუთოს მმოქმედი თავმჯდომარე დორა ბაკოიანი მართლაც შეიტანს დღის წესრიგში, დამკვირვებელების საქართველო - სამხრეთ ოსეთის საზღვრის ორივე მხარეს განთავსების ვარიანტს, მაშინ ეს ძირითადად რუსული დიპლომატიის დიდ წარმატებად ჩაითვლება. საქმე იმაშია, რომ აპრილში რუსეთის დელეგაცია გამოდიოდა წინადადებით, არასტაბილურ რაიონში შექმნილიყო დამკვირვებელთა ორი ჯგუფი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100