RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დამოუკიდებლობის დღე: სახალხო მსვლელობა სამხედრ აღლუმის წინააღმდეგ

14.05.2009  |  22:39

2708.jpegოპოზიციამ კიდევ ერთხელ განსაზღვრა «Х» საათი პრეზიდენტისთვის, რომელიც ვერაფრით ვერ აიძულეს გაგადგეს. ამჯერად ფსონი 26 მაისზე კეთდება ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე.

ხელისუფლებას და ოპოზიციას 26 მაისს თავთავისი გეგმები აქვთ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე - დღევანდელი საქართველოს, მთავარი სახელმწიფოებრივი დღესასწაულია. ის დაკავშირებულია 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტთან, როდესაც მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მთავარი მისი ატრიბუტებია: ორკესტრი, სამხედრო აღლუმი და სალუტი. ქვეყნის ხელისუფლება, მიუხედავად შიდაპოლიტიკური კრიზისისა, ტრადიციის დარღვევას არ აპირებს და დამოუკიდებლობის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთევლის გამზირზე აღლუმისა და დღესასწაული მოწყობას გეგმავს.

ოპოზიცია, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ საკუთარ „სახალხო აღლუმს" ამზადებს. მანამდე კი აქციებს აგრძელებს დედაქალაქსა და რეგიონებში, მათ შორის პიკეტირების ფორმითაც, იტყობინება Civil Georgia. „26 მაისი, ახალ 9 აპრილად ცხადდება, ახალ შეკრების დღედ და გთხოვთ იყოთ მობილიზებულები, რათა ჩვენ თავად შევძლოთ სახალხო აღლუმის ჩატარება"- გამოუცხადა პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებს, ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, საპროტესტო აქციების ოცდამეთხუთმეტე დღეს. ოპოზიციონერთა სიტყვებით, ისინი არ აპირებენ რუსთაველის პროსპექტიდან პროტესტის ნიშნად ჩადგმული, საკან-გალიების აღებას. ამასობაში კი, ჯერ კიდებ 4 აპრილს იყო განცხადებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, აქციის ორგანიზატორებს დედაქალქში პოროტესტის ვადა 16 მაისამდე მისცა, რათა შემდგომ მათ გაანათვისუფლონ რუსთაველის პროსპექტი. ამ გადაწყვეტილების საფუძველი, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმისათვის მზადებაა.

თუმცა ოპოზიცია, არ აპირებს დათმობებზე წასვლას. როგორც წინა დღით ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, საკნები არ იქნება გატანილი. „თუ კი ძალას გამოიყენებენ, მათ ადეკვატური ძალა დახვდებათ. ეს ტერიტორია - ჩვენია",- გაჩეჩილაძის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია. „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერო ეკა ბესელია, ასევე თვლის, რომ პრეზიდენტი 26 მაისს „ვერ შეძლებს სამხედრო აღლუმის ჩატარებას".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100