RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმი და ცხინვალი ხამარბერგს ელოდებიან

15.05.2009  |  10:06

2710.jpegევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტმა, საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სპეციალური ოქმი მიიღო. ამის შესახებ შეტყობინება ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მიგელ ანხელ მორატინოსმა გააკეთა.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს და ადამიანის უფლებათა კომისარს, საშუალებას მისცემს დაუბრკოლებლად მოინახულონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. იმისათვის, რომ მათ ადგილზე შეისწავლონ ადამიანის უფელებებთან დაკავშირებული სიტუაციები და შეიმუშაონ გეგმა, მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. მორატინოსის ციტირებას ახდენს რია ნოვოსტი.- თუ კი წარსულში არსებობდა მოქმედების საკმაოდ აბასტრაქტული გეგემა, ახალა უკვე ჩვენ ხელთ გვაქვს გამონაკლისის გარეშე ევროსაბჭოს ყველა წევრის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება. მრავალ საკითხთან დაკავშირებით მოხერხდა რუსეთისა და საქართველოს პოზიციების დაახლოება".

საკუთარი შეფასება გააკეთა ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის სხდომის თაობაზე „რასიისკი გაზეტა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ:"შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ამჯერად სრულიად ჩავარდა ამ შეხვედრის კონფრონტაციის არენად გადაქცევის მცდელობა, ეგერთ წოდებულ ქართულ საკითხთან დაკავშირებით. დელეგაციების აფსოლუტურმა უმეტესობამ, პრაგმატული პოზიცია დაიკავა. ყველა დაეთანხმა იმ აზრს, რომ ევროპის საბჭოს ძალუძს ხელი შეუწყოს პოსტკრიზისულ რეაბილიტაციას და ამავდროულად არ მოახდინოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დუბლირება". გრუშკომ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დამცველი კომისრის ტომას ხამარბერგის ძალისხმევას. „ჩვენ ავუხსენით, რომ ევროსაბჭო წარმატებას მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიაღწევდა, კერძოდ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, რათა არ დავუშვათ ჰუმანიტარული კატასტროფის განმეორება, რომელიც გასულ წელს საქართველოს მოქმედებამ გამოიწვია",- დაასკვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100