RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი პროვოკაციების ახალი ტალღის პირისპირ

15.05.2009  |  17:26

2725.jpegქართული სპეცსამსახურები აფხაზეთის დივერსიული საქმიანობის აქტივიზირებას ცდილობენ, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები. 13 მარტს იქ აფეთქება მოხდა. ავტომანქანა, რომელშიც Siemens-ის თანამშრომლები ისხდნენ (ისინი ენგურჰესზე სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ), აფეთქდა ნაღმზე გალის რაიონში.

"ავტომანქანა უაზში იჯდა კომპანიის 12 წარმომადგენელი, ისინი სახლში ბრუნდებოდნენ, სოფელ ჩეგალში,- განაცხადა ლორენს კოგონიამ.- აფეთქების შემდეგ მგზავრები და მძღოლი სხვადასხვა სახის დაზიანებებით რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს". კოგონიამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტი მოხდა გვირაბიდან გამოსვლისას, რომელიც მიდის ენგურჰესის მანქანების სადგომისკენ, ხოლო ნაღმები გზას კვეთდა. "მოცემული ინციდენტი იმისკენ არის მიმართული, რომ მოხდეს ძალოვანი სტრუქტურებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს დისკრედიტირება,- კოგონიას სიტყვები მოჰყავს საინფორმაციო სააგენტოს.- აფეთქება იმისთვის მოეწყო, რომ დაემტკიცებინათ აფხაზეთის ხელისუფლების უუნარობა უცხოელი სპეციალისტებისთვის ენგურჰესზე სამუშაო პირობების შექმნისა".

მომხდარს პროვოკაცია უწოდა სერგეი ბაღაბშმაც.პრეზიდენტის აზრით, საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ დააშინონ ისინი, ვინც აფხაზეთის კანონიერ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, იუწყება "ინტერფაქსი". ახლა აფეთქების ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ მოხვდნენ ბოროტმოქმედები ენგურჰესის დაცულ ტერიტორიაზე.

ამას გარდა, მეორე დღეს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში აფხაზმა ძალოვნებმა აღმოაჩინეს სამხედრო აღჭურვილობის სულ ახალი სამალავი. რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარი კუპალბას თქმით, აფხაზეთისა და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები კოდორის ხეობაში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სპეცოპერაციას ატარებდნენ, რომლის დროსაც იპოვეს ეს სამალავი დასახლებულ პუნქტ ომარიშარში. კუპალბამ ასევე განაცხადა, რომ სამალავში ნაპოვნია 100 კილოგრამზე მეტი ტროტილი, 52 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ლეიბები და სხვა ნივთები. "ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული მონაცემებით, ქართული სპეცსამსახურები კოდორის ხეობაში აფხაზეთის სამხედრო მსახურების, რუსი მესაზღვრეებისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე მოქალაქეების წინააღმდეგ აპირებდნენ ოპერაციის ჩატარებას".

სოხუმის წარმომადგენლების სიტყვებიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - გალის რაიონში მომხდარი აფეთქებაც და კოდორის ხეობაში ნაპოვნი სამალავიც ქართული სპეცსამსახურების ნახელავია. ამის შესახებ ასპროცენტიანი დარწმუნებით საუბარი არ შეიძლება, ისევე როგორც ამ ყველაფრის უარყოფა.

საქმე ისაა, რომ რუსეთთან ქართულ-აფხაზური საზღვრის ერთობლივად დაცვის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ახალგაზრდა რესპუბლიკის საზღვარზე მეტი სიმშვიდეა. საინფორმაციო სააგენტოები აღარ იუწყებიან განუწყვეტლივ ახალ-ახალი ინციდენტების შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100