RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მორიგი კამათის საბაბი - საქართველოს მართვის სისტემა

18.05.2009  |  09:02

2730.jpegთბილისში საპროტესტო აქციები და მიტინგები გრძელდება. მიუხედევად ურთიერთ ბრალდებებისა, ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორც ჩანს კომპრომისისკენ იხრება. ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით - მმართველი და ოპოზიციური რიგებიდან და ასევე რიგი დამოუკიდებელი ექსპერტებისა თვლიან, რომ ამ ეტაპზე გარკვეულ კომპრომისად შეიძლება იქნას აღქმული, შესწორებების შეტანა კონსტიტუციაში, მმართველობის საპარლამენტო მოდელზე შესაძლებელი გადასვლით. თუმცა, უკვე ამ საბაბითაც გაჩაღდა კამათი.

"ალაინსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია იუწყება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში მიმდინარეობს იმ პიროვნებების შემადგენლობის განხილვა, რომელებიც მათი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პრეზიდენტთან მეორე შეხვედრაზე. იტყობინება GHN. იმავე დღეს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს, ინტერვიუს მიცემისას განუცხადა, რომ ოპოზიციის ან ხელისუფლების მხრიდან ისეთი მიდგომა, როგორიცაა "ან ყველაფერი ან არაფერი", კრიზისის დარეგულირებას ნამდვილად არ წაადგება. " თუ კი სააკაშვილი იტყვის "მოდით ვილაპარაკოთ საარჩევნო სისტემაზე" - ჩვენ ვუპასუხებთ, რომ ამ პრობლემის არსი, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელშია. მისი გადაყენება და პატიოსანი ადამიანის დანიშნვა, ოპოზიციასთან შეთანხმებით სულ რამოდენიმე საათის ან რამოდენიმე დღის საქმეა. არის პრობლემა შინაგან საქმეთა სამინისტროში? იქაც ზუსტად ასევე , თეორიულად რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში მოგვარებადი საკითხია. ერთი სიტყვით, რაც შეეხება პერსონალიებს ეს შესაძლებელია, რომ 26 მაისამდე გადაწყდეს. ხოლო რაც შეეხება სისტემურ ცვლილებებს - ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად".- განაცხადა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ რესპუბლიკის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლას, ოპოზიციური პარტიების მრავალი ლიდერი უჭერს მხარს. საკითხი მხოლოდ იამაშია, თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი ამ მოდელის განხორციელება. 14 მაისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ახლა კი "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომლის პარტიაც არ იღებს მონაწილეობას მიტინგებსა და აქციებში, წარმოადგინა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის საკუთარი გეგემა. პროგრამის მთავარი და ძირეული პუნქტი, ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევაა. ამასთან ერთად ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის აუცილებლობას დ 2009 წლის დასრულებამდე ყველა დონის არჩევნების ჩატარებას - საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი მმართველობის ორგანების და ასევე არჩევნების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამისათვის უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, ხოლო საარჩევნო ბარიერი 2 პროცენტამდე უნდა დაეშვას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100