RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთი „თვადაუსხმელობის პაქტზე“ დაფიქრდა

18.05.2009  |  09:05

2732.jpegჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ცხინვალის დელეგაცია გეგმავს, ძალის გამოუყეენებლობის შესახებ შეთანხმების განხილვას. ამის შესახებ 13 მაისს განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პოსტკონფიქტური დარეგულირების დარგში ბორის ჩოჩიევმა.

„ჟენევაში ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის მთავარია ანუ უსაფრთხობეის საკითხი, - ბორის ჩოჩიევის ციტირებას ახდენს ოსინფორმი. - ჩვენ გვჭირდება გარანტია იმისა, რომ საქართველო ვერაგულად ისევ არ დაესხმება თავს ჩვენს ქვეყანას". პრეზიდენტის უფელაბამოსილი წარმომადგენლის სიტყვებით, ჟენევის დისკუსიის მეოთხე რაუნდზე, სამხრეთ ოსეთმა თანაგრძნობა და გაგება ჰპოვა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჰუმანიტარული დახმარებაის და ლტოლვილების პრობლემების გადასაწყვეტად საუბრებამდე, საჭირო რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ არ არის ხელმოწერილი მემორანდუმი ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჟენევაში ჩვენ ჩავიტანთ მემორანდუმის პროექტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ვიმედოვნებთ , რომ განვიხილავთ მას. ასევე იმედი გვაქვს ამ საკითხის განხილვაში ჩაერთვება ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები".

შეგახსენებთ, რომ ამგვარი შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე, გასულ კვირას საუბრობდა რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი გაეროში - ვიტალი ჩურკინი. „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში სიტუაცია, ისევ არასტაბილური რჩება, - რუსი დიპლომატის ციტირებას ახდენს რია ნოვოსტი. - მიუხედავად ევროკავშირის მეთვალყურეების დასწრებისა, ქარეთული მხარე რეგულარულად ახორციელებს პროვოკაციებს". ჩურკინმა ასევე გააკეთა შეტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა რაიონებში ქართული ჯავშანტექნიკაა შეყვანილი და დაახლობეით ორიათასხუთასი სამხედრო მოსამსახურეა კონცენტრირებული. „ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სააზღვრისპირა ზონებში განუჭვრეტელი სიტუაცია, დამატებით ზომებს მოითხოვს სტაბილიზაციისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად",- დაასკვნა ვიტალი ჩურკინმა.

ჯერ კიდევ იანვარში, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინიტროსთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, შეზღუდული შეიარაღების ზონების შექმნის შესახებ. „ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გარკვეულ საშუალებას მისცემს თავდაცვისათვის, - მოჰყავს Civil.ge-ს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ოპერაციის ხელმძღვანელის მოადგილის კლაივ ტროტის სიტყვები. - მაგრამ შეიარაღების ამ რაოდენობით, შეუძლებელი იქნება თვადასხმითი ოპერაციის განხორციელება". საქართველო დათანხმდა, სამხედრო ფორმიერებების შეზღუდვას ანუ: რაოდენობით ერთ ბატალიონზე მეტი და შეიარაღება 120-მილიმეტრზე მეტი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100