RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გოჩა ძასოხოვი: ჩვენ პატიება უნდა ვთხოვოთ ერთმანეთს

19.05.2009  |  10:21

2746.jpeg14-15 მაისს სოჭში ტარდებოდა ქართველი ხალხების მსოფლიო ასამბლეის პირველი კონგრესი. ამ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელიც სულაც არ მალავს საკუთარ პოლიტიკურ ამოცანებს - ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება და ახალი ნეიტრალური სტატუსის მიღწევა საქართველოსთვის, - 2008 წლის დეკემბერში ბიზნესმენმა გოჩა ძასოხოვმა გამოაცხადა. ახალ უკვე ის „საქართველოს ხალხების მსოფლიო ასამბლეის" პრეეზიდენტადაა არჩეული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე ოცზე მეტი პოლიტიკური პარტია არსებობს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციურს უწოდებენ და სამჯერ მეტი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასე თუ ისე ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ამგვარის შექმნა - სიმართლე რომ იოთქვას, არც ისე ღირსშესანიშნავი მოვლენაა.

მაგრამ საქართველოს ხალხების მსოფლიო ასამბლეის პრეზენტაციამ საზეიმოდ ჩაიარა. ის დასწრებით დააფასეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა, საქართველოსა და რუსეთის საზოგადო მოღვაწეებმა. რატომ ამყარებენ ასე დიდი იმედებს, ახალადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციაზე? ალაბათ იმიტომ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში - ეს პირველი ორგანიზაციაა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააერთიანოს ადამიანები არა ნაციონალური ნიშნით, არამედ წარმოშობით. წარსულში ხომ, როცა კარგი დრო იყო არსებობდა ასეთი მცნება, როგორიცაა „თბილისელი" რომელიც არანაციონალურ კუთვნილებას განსაზღვრავდა, არამედ მსოფმხედველობას გამოხატავდა: როგორ ეპყრობი შენ მეგობრებს, მეზობლებს და საერთოდ მსოფლიოს. გაუთავებელი კატაკლიზმების შემდეგ, რომლებიც საქართველოს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დაატყდა თავს, თბილისელები მთელს მსოფლიოში მიმოიფანტნენ. მათ - რუსებს, სომხებს, ბერძნებს, აზერბაიჯანლებს და რა თქმაუნდა ქართველებს - გოჩა ძასოხოვი, ამჟამად საქართველოს მთავრობის მიერ შერისხული ქართველი ბიზნესმენი, საკუთარ ორგანიზაციაში გაწევრიანებას სთავაზობს.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100